კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის საუკეთესო მომენტებს შორის საქართველო მოხვდა

ევროკავშირის პროგრამის Creative Europe - ის ოფიციალურ facebook გვერდზე, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის საუკეთესო მომენტებს შორის საქართველო მოხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, არაერთ საინტერესო პროექტთაგან, წლის საუკეთესო მომენტების გახსენებისას, ვროკავშირის პროგრამამ Creative Europe-მა, სწორედ, „სტუდენტები კულტურული მემკვიდრეობისთვის" გამოარჩია და საკუთარ გვერდზე, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის მედია ფაკულტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული ერთ-ერთი ვიდეო რგოლი „ქართული თეატრალური მემკვიდრეობა - პეტრე ოცხელი“ განათავსა. კლიპმა ევროკავშირის ინსტიტუციების ოფიციალურ გვერდებზე განთავსებისთანავე მოიპოვა პოპულარობა.

2018 წელი კულტურული მემკვიდრეობის წლად ევროკომისიის ინიციატივითა და ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილებით გამოცხადდა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანაა, რომელიც ოფიციალურად ჩაერთო კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ინიციატივაში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ევროპის 10 ინიციატივის მიხედვით, მთელი წლის მანძილზე ახორციელებდა მიზანმიმართულ შემეცნებით კამპანიას კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავებისა და ცნობიერების ამაღლებისათვის.

პროექტი („სტუდენტები კულტურული მემკვიდრეობისთვის"), რომელმაც ევროკავშირის პროგრამის Creative Europe-ის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია.

„სტუდენტები კულტურული მემკვიდრეობისთვის" ზუსტად ეხმაურებოდა წლის სლოგანს „როცა წარსული ხვდება მომავალს" - ევროპის წლის 10 ინიციატივის ფარგლებში შერჩეულ სხვადასხვა თემაზე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედია ფაკულტეტის სტუდენტები ამზადებდნენ ვიდეო არტებსა და ანიმაციურ ინფოგრაფიკებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში