პირველი რესპუბლიკის მოედანზე მთავარი ნაძვის ხე დღეს აინთება

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს"თბილისის მერიიდან აცნობეს.

ცერემონია საგანგებო საახალწლო დადგმასაც მოიცავს, რომლის რეჟისორი ნიკოლოზ შველიძეა, ხოლო კომპოზიტორი - მიშა მდინარაძე. წარმოდგენას პირველად ეყოლება სუდო თარჯიმანი. ნაძვის ხის ანთების ცერემონიაში დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიღებს მონაწილეობას.

დადგმის გენერალურ რეპეტიციას დღეს მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო, რომელმაც საზოგადოებას ცერემონიაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ნაძვის ხის ანთების ცერემონია იქნება. თქვენ ხედავთ, როგორი ლამაზია სცენაც და ნაძვის ხეც. ყველას ველოდებით რესპუბლიკის მოედანზე, ზუსტად 20:00 საათზე. ბავშვებს ვთხოვთ, რომ წამოიყვანონ დედები, მამები, ბებიები და ბაბუები, იმისთვის, რომ ყველამ ერთად დიდი სიყვარულით ავანთოთ ჩვენი მთავარი ნაძვის ხე“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

საახალწლო წარმოდგენაში - „გადაეცი სიყვარული“ მონაწილეობენ: სოფო გელოვანი, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი ცაგარელი, გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი, მოძრაობის თეატრი, თბილისის მერიის „ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი'', თბილისის მერიის ალოიზ მიზანდარის სახელობის პირველი ხელოვნების სკოლის ბიჭუნათა კაპელა და ახალგაზრდული გუნდი.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს