გია ნოდია - გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ მის მეგობარს და მასთან დაახლოებულ მამუკა ხაზარაძესაც დაუპირისპირდებოდა ბიძინა ივანიშვილი

გასაგებია, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე დაწყებული გამოძიების უკან დგას ბიძინა ივანიშვილი და მმართველი გუნდი, სხვას ასეთი ბერკეტი არ გააჩნია, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განაცხადა.

როგორც ნოდიამ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ მის მეგობარს ან მასთან დაახლოებულ მამუკა ხაზარაძესაც დაუპირისპირდებოდა ბიძინა ივანიშვილი.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეკითხვები ნაკლებად ჩნდება იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული და ორგანიზებული კამპანია ერთ-ერთი ფინანსური ორგანიზაციის წინააღმდეგ. ვინ რას ფიქრობს მამუკა ხაზარაძეზე ან „თიბისი ბანკზე“, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. გასაგებია, რომ ამის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი და მმართველი გუნდი, სხვას ასეთი ბერკეტები არ გააჩნია. აქ მნიშვნელოვანია, რომ არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება იდავო, მაგალითად მოსამართლეების შემთხვევაში, აქ შეიძლება რაღაც სადავო იყოს, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები და ბოლო ხანებში „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი წავიდნენ ისეთ ნაბიჯებზე, სადაც შეუძლებელია სხვანაირად, განსხვავებული ინტერპრეტაცია მისცე. მაგალითად, ყბადაღებული ვალების განულება შეუძლებელია სხვაგვარად შეაფასო, თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვა არჩევნებამდე 9 თვით ადრე, სხვანაირ ინტერპრეტაციას არავინ აკეთებს, თუ უშუალოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არ არის.

„თიბისი ბანკის“ შემთხვევაც, როდესაც 10 წლის წინანდელ საქმეზე გამოძიებას იწყებ, რაღაც დარღვევაზე, რომლის არსიც არავის ესმის, შეუძლებელია სხვა ინტერპრეტაცია მისცე, თუ არა ის, რომ მთავრობა ებრძვის ბანკს. მით უმეტეს, რომ პრაქტიკულად კვირიკაშვილის გადაყენების შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ როგორც კვირიკაშვილის მეგობარს ან მასთან დაახლოებულ მამუკა ხაზარაძესაც დაუპირისპირდებოდა ბიძინა ივანიშვილი. მედიის გარკვეული ნაწილი კვირიკაშვილის გადადგომისთანავე აუმხედრდა ხაზარაძეს, რომ ახლა „მოევლება“ „თიბისი ბანკს“ და ხაზარაძეს“, - განაცხადა გია ნოდიამ.

იხილეთ ვიდეო

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი