ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს ხვდებიან

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა ამ წუთებში პროფკავშირებში მიმდინარეობს, სადაც საუბრის თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების შერჩევის საკითხია.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის მონაწილეებთან ის და ანა დოლიძე ისაუბრებენ იმ საკანონმდებლო ინიციატივაზეც, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩვევას გულისხმობს და რომელიც პარლამენტს უკვე წარუდგინეს.

„ვხვდებით ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს. შეხვედრა მათი მხრიდან არის ინიცირებული. რა თქმა უნდა, ჩვენც დავთანხმდით, ვინაიდან მზად ვართ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შევხვდეთ, ვისაც აინტერესებს სასამართლო სისტემა, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესი. ბოლო პერიოდში გარკვეული დისკუსია გამოიწვია ჩვენმა წინადადებებმა, რომელიც წარვადგინეთ პარლამენტში. ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც ეხება კონსენსუსს. დღეს გამოვაქვეყნე ინფორმაცია, რომ მოსამართლეების 10- 15% ბოლო კონკურსებზე ინიშნებიან სრული მხარდაჭერით. ანუ ყველა წევრი, მათ შორის, მე, ანა დოლიძე და სხვებიც მხარს უჭერენ ხოლმე იმ მოსამართლეების კანდიდატურებს, რომლებიც ამას იმსახურებენ და მიგვაჩნია, რომ თანამდებობისთვის შესაფარისი არიან.

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც არის, ეს ინტერესთა კონფლიქტს ეხება. მყარი აზრი მაქვს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია შემუშავდეს ისეთი პროცედურები, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები არ ღებულობდნენ ისეთ პროცესში მონაწილობას, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურას და ეხება იმ ფორმით, რომ თავად იყვნენ მოსამართლეობის კანდიდატები“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა არამოსამართლე წევრმა - ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პრინციპს ითვალისწინებს. არამოსამართლე წევრების მიერ შეთავაზებული წინადადება ხუთ ძირითად პრინციპს ეფუძნება, ესენია: საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადება; ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება; გასაუბრების ღიად ჩატარება; გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღება.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე  საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს ხვდებიან

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა ამ წუთებში პროფკავშირებში მიმდინარეობს, სადაც საუბრის თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების შერჩევის საკითხია.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის მონაწილეებთან ის და ანა დოლიძე ისაუბრებენ იმ საკანონმდებლო ინიციატივაზეც, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩვევას გულისხმობს და რომელიც პარლამენტს უკვე წარუდგინეს.

„ვხვდებით ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს. შეხვედრა მათი მხრიდან არის ინიცირებული. რა თქმა უნდა, ჩვენც დავთანხმდით, ვინაიდან მზად ვართ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შევხვდეთ, ვისაც აინტერესებს სასამართლო სისტემა, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესი. ბოლო პერიოდში გარკვეული დისკუსია გამოიწვია ჩვენმა წინადადებებმა, რომელიც წარვადგინეთ პარლამენტში. ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც ეხება კონსენსუსს. დღეს გამოვაქვეყნე ინფორმაცია, რომ მოსამართლეების 10- 15% ბოლო კონკურსებზე ინიშნებიან სრული მხარდაჭერით. ანუ ყველა წევრი, მათ შორის, მე, ანა დოლიძე და სხვებიც მხარს უჭერენ ხოლმე იმ მოსამართლეების კანდიდატურებს, რომლებიც ამას იმსახურებენ და მიგვაჩნია, რომ თანამდებობისთვის შესაფარისი არიან.

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც არის, ეს ინტერესთა კონფლიქტს ეხება. მყარი აზრი მაქვს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია შემუშავდეს ისეთი პროცედურები, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები არ ღებულობდნენ ისეთ პროცესში მონაწილობას, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურას და ეხება იმ ფორმით, რომ თავად იყვნენ მოსამართლეობის კანდიდატები“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა არამოსამართლე წევრმა - ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პრინციპს ითვალისწინებს. არამოსამართლე წევრების მიერ შეთავაზებული წინადადება ხუთ ძირითად პრინციპს ეფუძნება, ესენია: საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადება; ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება; გასაუბრების ღიად ჩატარება; გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის