საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ პროკურორი ნანა ხუნჯუა აირჩიეს

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ, ფარული კენჭისყრით, პროკურორი ნანა ხუნჯუა აირჩიეს.

ხმების რაოდენობით, მეორე ადგილი ირმა ჭკადუამ დაიკავა. აღნიშნულ პოზიციაზე ხუნჯუა 2 წლის ვადით აირჩიეს.

„ნანა ხუნჯუა საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარედ აირჩიეს.

საბჭოს სხდომაზე დღეს ორი კანდიდატურა დასახელდა, ადვოკატი ირმა ჭკადუა და პროკურორი ნანა ხუნჯუა, მან ხმათა უმრავლესობით (12 ხმა), საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2 წლის ვადით დაიკავა.

საპროკურორო საბჭოს წევრთა განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო ორი გარემოება - თავმჯდომარე ყოფილიყო გამსვლელი პროკურორი, ამასთან წევრები ამ გადაწყვეტილებით მიესალმებიან პროკურატურის საქმიანობაში ქალთა როლის გაძლიერებას“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შედეგად საქართველოს მთავარი პროკურატურა გენერალურ პროკურატურად გარდაიქმნა და პროკურატურის შესახებ ორგანული კანონი ამოქმედდა, საქართველოს იუსიტიციის მინისტრს საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია ახალი თავმჯდომარის არჩევამდე შეუნარჩუნდა. რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელს, იგი კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უნდა შეირჩეს. იუსტიციის მინისტრი კი საბჭოს წევრი აღარ იქნება.

ამავე კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევა. საბჭოს ნებისმიერ წევრს შეუძლია კენჭისყრაზე წარადგინოს როგორც საკუთარი, ასევე საბჭოს სხვა წევრის კანდიდატურა. ამასთან, რამდენიმე წევრს აქვს უფლება, თავმჯდომარის პოზიციაზე დაასახელოს საბჭოს რომელიმე წევრი.

იხილეთ ვიდეო: საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ ნანა ხუნჯუა აირჩიეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო