ვიდეოკადრები, სადაც ჩანს როგორ ჩადის თხრილში ბავშვი, რომელიც აფრიკის დასახლებაში გარდაცვლილი იპოვეს

„ინტერპრესნიუსმა“ მოიპოვა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს სავარაუდოდ ბავშვი, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ თხრილში გარდაცვლილი იპოვეს. ვიდეოში ჩანს, როგორ გადაადგილდება ის ველოსიპედით, აჩერებს მას და ჩადის თხრილში.

მოზარდის ცხედარი 18 იანვარს საღამოს, აფრიკის დასახლებაში შპს „კრიალას“ ღობის მიმდებარედ არსებულ თხრილში აღმოაჩინეს.

შპს „კრიალას“ შრომის უსაფრთხოების მენეჯერი ზაზა გურგენიძე: „ეს სამწუხარო შემთხვევა მოხდა ჩვენი საწარმოს ღობიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით. გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა ბავშვი ველოსიპედით 13:07 წუთზე. ბავშვი აჩერებს ველოსიპედს, ველოსიპედიდან იღებს რაღაც ნივთს, სავარაუდოდ იმ წერაქვს, რომელიც იპოვეს იმ ბავშვთან ერთად და ჩადის თხრილში. დაახლოებით საათნახევარში თხრილთან ჩერდება მანქანა, იქვე ჩანს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც დგანან თხრილთან და გარკვეული დროის შემდეგ მიდიან. საღამოს კი უკვე პოლიციამ და ოჯახის წევრებმა იპოვეს მიწაში ჩაფლული ბავშვი. ჩვენი სათვალთვალო კამერების ყველა ჩანაწერი პოლიციას უკვე გადავეცით და ისინი ალბათ ყველაფერს დეტალურად შეისწავლიან. ვიცი, რომ გამოძიება დაწყებულია. პირადად მეც და კიდევ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჩვენი თანამშრომლები, გუშინ პოლიციაში გამოგვკითხეს მოწმის სახით “.

აფრიკის დასახლებაში მოზარდი თხრილში გარდაცვლილი 18 იანვარს იპოვეს. აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ განთავსებულია რამდენიმე საწარმო - „შპს კრიალა“, „შპს ანა“, „შპს კნაუფი“ და სხვა. „შპს კრიალა“, რომლის ღობესთანაც მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, „მედია პალიტრის“ შვილობილი კომპანიაა და ქაღალდის პროდუქტებს აწარმოებს.

იხილეთ ვიდეო

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია