ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტში საქართველოს საკითხებზე ახალი მომხსენებელი დაინიშნა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა საქართველოს თანამომხსენებლად ფრანგი სენატორი, კლოდ კერნი დაამტკიცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ფრანგმა სენატორმა ჩაანაცვლა შვედი დეპუტატი კერსტინ ლუნდგრენი, რომელიც შვედეთის პარლამენტის ვიცე სპიკერად აირჩიეს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციას გამოეთიშა.

„დამტკიცდა ახალი თანამომხსენებელი, ფრანგი სენატორი, ბატონი კლოდ კერნი, რომელიც ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის (ALDE) პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელია. ევროსაბჭოს საპარლამეტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს საქართველოს საკითხზე ორი თანამომხსენებელი ჰყავს. ერთ-ერთი მომხსენებელი, რუმინელი დეპუტატი ბატონი ტიტუს კორლატეანი სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის წევრი, კვლავ რჩება მომხსენებლად, მეორე თანამომხსენებელი კი, ფრანგი სენატორი, კლოდ კერნია, რომელიც მომავალი 5 წლის განმავლობაში, ჩვენთან ერთად იმუშავებს“, - განაცხადა სტრასბურგში მყოფმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა