შოთა ხაბარელი - არავითარი დაუსჯელობის სინდრომი არ არის - მთავარია სიტუაცია დამშვიდდეს და მოხდეს შერიგება, ზურა დათუნაშვილთან დალაპარაკება აუცილებელია

უნდა დარჩეს თუ არა გეგა გეგეშიძე დაკავებულ თანამდებობაზე, ეს პრეზიდიუმის პრეროგატივაა - დაველოდოთ პრეზიდიუმის სხდომას და მის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა შოთა ხაბარელმა განუცხადა.

„გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. არავითარი დაუსჯელობის სინდრომი არ არის. ჩვენი ვალია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი ვცეთ. ახლა მთავარია სიტუაცია დამშვიდდეს და მოხდეს შერიგება. ზურა დათუნაშვილთან დალაპარაკება აუცილებელია. ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენების შერიგება უნდა მოხდეს. იმიტომ, რომ ჩვენ დასაკარგი სპორტსმენი არ გვყავს. მითუმეტეს, ასეთი სპორტსმენის საქართველოდან წასვლა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, მთავარი ამოცანაა, რომ ყველაფერი დამშვიდდეს, რადგან ოლიმპიური თამაშები ახლოს არის. ეს მთელი საქართველოს ინტერესი უნდა იყოს", - აღნიშნა ხაბარელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დეპუტატმა აქვე დასძინა, რომ საკითხში აუცილებლად უნდა ჩაერთოს სამინისტრო, რადგან პოლიტიკას სამინისტრო განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გეგა გეგეშიძემ 5 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გუშინ სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულება დატოვა.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
ადგილობრივი სასტუმროების ჯგუფური და ინდივიდუალური დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა HOTEL HUB GEORGIA ბაზარზე ოპერირებას ამიერიდან HOTEL HUB GROUP-ის სახელით გააგრძელებს
„ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა
სამსუნგმა Galaxy S20 სერია წარადგინა
PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა