არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა გრიპის ვირუსის მიზეზით, ხელოვნური და უსაფუძვლოა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა გრიპის ვირუსის მიზეზით, ხელოვნური და უსაფუძვლოა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მოუწოდებს აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს, გადახედონ საკუთარ პოზიციას.

„ეს არგუმენტი არის უსაფუძვლო და ვფიქრობ, ხელოვნურად არის გამოყენებული იმისთვის, რომ გადაადგილების თავისუფლება ჩვენს მოქალაქეებს შეეზღუდოთ. ხელოვნური არგუმენტია იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს არაერთი პროგრამა, რომლითაც აფხაზეთიდან ჩვენი თანამოქალაქეები სარგებლობენ სამედიცინო მომსახურებით. იცით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სხვადასხვა დაავადებებთან დაკავშირებით აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს დაეხმაროს. ეს ასეა გრიპის შემთხვევაშიც, ამიტომ, მიზეზის მოყვანა, რომ გრიპის გამო ე.წ. გამშვები პუნქტები უნდა დახურულიყო, არის უსაფუძვლო. ამიტომ, ვთხოვ იმ ადამიანებს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ დროულად გადახედონ ამ გადაწყვეტილებას და აღადგინონ ეს ხელოვნური შეზღუდვა. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და როდესაც სამმხრივ ფორმატში მოხდება შეხვედრა, იქაც დიდი ალბათობით იქნება ეს საკითხი დაყენებული, თუ მანამდე არ აღდგა მიმოსვლა“,- განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა