განათლების საერთაშორისო ცენტრმა, 2019-2020 სასწავლო წლისათვის სამ სასტიპენდიო პროგრამაზე კონკურსი გამოაცხადა

განათლების საერთაშორისო ცენტრმა, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, 2019-2020 სასწავლო წლისათვის სამ სასტიპენდიო პროგრამაზე კონკურსი გამოაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტიდან აცნობეს, ღონისძიებას ესწრებოდნენ: ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს ოფისის დირექტორი მაგდა მაღრაძე, სან-დიეგოს უნივერსიტეტის დეკანი ჰალილ გუვენი, ასევე იტალიის, საფრანგეთის, აშშ-სა და უნგრეთისა საელჩოს წარმომადგენლები, ცენტრის სტიპენდიატები და მედიის წარმომადგენლები.

სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი ცხადდება შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე: „ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2019-2020“; „ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები იტალიაში 2019-2020“ და „ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა სან-დიეგოს უნივერსიტეტთან აშშ-ში“.

„ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2019-2020- პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიპოვონ სტიპენდია საფრანგეთში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისაღებად, როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე. სასტიპენდიო პროგრამა განათლების საერთაშორისო ცენტრს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და კამპუსს ფრანსს შორის 2015 წელს გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, „ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები იტალიაში 2019-2020“ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების დაფინანსებას იტალიის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მიზნით. თითოეული სტუდენტის სტიპენდია ერთობლივად დაფინანსდება, საქართველოს მხრიდან სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრისა“ და იტალიის მხრიდან, თითოეული მონაწილე იტალიური უნივერსიტეტის მიერ. სტიპენდია ითვალისწინებს სწავლის საფასურის და იტალიაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას სრულად ან ნაწილობრივ. ქართულ-იტალიური სასტიპენდიო პროგრამა- იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოსა და ცენტრს შორის 2018 წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე წელს პირველად განხორციელდება.

ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა სან-დიეგოს უნივერსიტეტთან, აშშ-ში - კიდევ ერთი ახალი სასტიპენდიო სქემაა, რომელსაც განათლების საერთაშორისო ცენტრი განახორციელებს, პროგრამა ცენტრს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2018 წელს გაფორმებულ მემორანდუმს ეფუძნება და 6 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროგრამის ფარგლებში ცენტრი უზრუნველყოფს სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მოქალაქეების სწავლის დაფინანსებას, ერთი წლის მანძილზე 10 000 აშშ დოლარით. თავის მხრივ, სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის და ბიოქიმიის ფაკულტეტი უზრუნველყოფს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს სწავლებასთან დაკავშირებული დასაქმებით, სამაგისტრო პროგრამებზე ნახევარ განაკვეთზე 16 050 აშშ დოლარის ანაზღაურებით და 20 004 აშშ დოლარის ანაზღაურებით სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის, ერთი აკადემიური წლისმანძილზე.

სამივე პროგრამის ელექტრონული განაცხადების მიღება 28 იანვარს დაიწყება და ერთი თვე გაგრძელდება.

განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და დაარსებიდან დღემდე 650-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს. სასტიპენდიო სქემებთან ერთად ცენტრი ახორციელებს საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამასაც.

თენგიზ ფხალაძე  -  თუკი დღეს ვინმე ხეირობს საქართველოში შექმნილი ვითარებით, ეს რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა
გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფმა (GET) საქართველოს ფინანსური სექტორის მონიტორინგის პირველი ნაწილი წარადგინა
ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს 14 დეკემბერს გამოავლენს
მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია „ბერლინ-ხემის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
რატომ არის კომპანია TOYOTA-ს მიერ წარმოებული ავტომობილები ასეთი პოპულარული და როგორ ზრუნავს კომპანია ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე
„სილქნეტმა“ მობილურ ქსელში უპრეცედენტო სამუშაოები ჩაატარა - დღეისათვის კომპანია მომხმარებელს უსწრაფეს, 4.5G ინტერნეტს სთავაზობს
BDO-მ მცირე და საშუალო სავაჭრო კომპანიების წამომადგენლებს კონფერენციაზე უმასპინძლა