სალომე ზურაბიშვილი - ბევრი ჟურნალისტი ვერ ახერხებს უცხოეთში ვიზიტების ადგილიდან გაშუქებას, ამიტომ მათ კითხვების დასმის საშუალება უნდა მივცეთ

მინდა, რომ ვიზიტების შემდეგ ასეთი შეხვედრები ჩავატაროთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ბევრი ჟურნალისტი ვერ ახერხებს ღონისძიებების ადგილიდან გაშუქებას, ამიტომ მათ კითხვების დასმის საშუალება უნდა მიეცეთ.

„მინდა, რომ ეს იყო თქვენთან ასეთი შეხვედრების მთელი რიგიდან პირველი, რათა ვიზიტების შემდეგ მოგცეთ საშუალება ამ ვიზიტების შესახებ გითხრათ ცოტა უფრო ვრცლად, ვიდრე ის, რასაც ადგილიდან გაწვდით. ბევრი თქვენგანი ვერ მოდის ჩვენთან ერთად და ვერ ესწრება ადგილზე ღონისძიებებს და კარგი მგონია, რომ აქ მყოფებსაც მოგეცეთ კითხვების დასმის საშუალება. დღევანდელი პრესკონფერენციის მთავარი წესები თქვენთვის ცნობილია, ამიტომ დავიწყებ პირდაპირ ამ ვიზიტის შესახებ საუბარს. მთავარი იყო ის, რომ გვქონდა ძალიან პოზიტიური ვიზიტი. რას ნიშნავს პოზიტიური ვიზიტი? პოზიტიური იყო მთლიანად განწყობა - როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს მხრიდან. ეს გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით. პირველ რიგში, ყველა დონის შეხვედრა შეთანხმდა ძალიან სწრაფად. არც ერთ დონეზე უარი არ მიგვიღია და შევხვდით ყველას, ვისთანაც შეხვედრა იყო საჭირო. ევროკავშირის მხრიდან ეს არის კომისიის თავმჯდომარე, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, საგარეო საკითხებში კომისარი, გაფართოების კომისარი, მიგრაციის საკითხებზე პასუხისმგებელი კომისარი, ევროპარლამენტის თავმჯდომარე. ასევე იყო შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, სადაც წარმოდგენილი იყო ყველა პოლიტიკური ძალა და ამ შეხვედრამ ძალიან თავისუფალ ვითარებაში ჩაიარა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს