მამუკა არეშიძე - ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანთა ჯგუფმა ხაზი გადაუსვა მთელ იმ მიდგომებს, რომელიც "ქართულ ოცნებას" ჰქონდა

თუ ვინეს ვინმეზე აქვს კომპრომატი, მათ შორის, ეკა ბესელიასაც აქვს კომპრომატი, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, არეშიძეს არ დაუკონკრეტებია, რა კომპრომატზეა საუბარი.

მან ისაუბრა „ქართული ოცნების" წევრის ეკა ბესელიას გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, რომელიც სასამართლო სისტემის საკითხსა და სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალის გამოქვეყნებას ეხება.

არეშიძის მოსაზრებით, ეკა ბესელიამ შესაძლოა, დათმოს მისი ავტორიტეტი, თუმცა ე.წ. მოსამართლეების თემას არ დათმობს, მისი ხასიათის სიმტკიციდან გამომდინარე.

„ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა ან ადამიანთა ჯგუფმა, ვერ ვიტყვი ვინ არიან ისინი, მართლაც გადაუსვეს ხაზი მთელ იმ მიდგომებს, რომელიც "ქართულ ოცნებას" ჰქონდა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ჩვენება და ამით შანტაჟი ამორალურია. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი და ა.შ. ამას გადაესვა ხაზი. მხოლოდ მტერი გაუკეთებდა ამას "ქარათულ ოცნებას", ვინც ეს ჩაიდინა. თუ ეს კერძო პირია და ამის ტექნიკური საშუალება აქვს არ ვიცი, მაგრამ თუ ეს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფია, ეს არის სამარცხვინო. მესმის ხშირად იმის თაობაზე, რომ ბესელიას კონკრეტული გადაცდომები ჰქონდა, ზაფხულში ამზადებდნენ ამ თანამდებიდან მის გადაყენებას, ჭორად ისმის, რომ კორუფციაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რატომ ღიად არ თქვეს?! ასეა თუ ისე, ბესელიამ ზუსტ დროს განაცხადა თავისი ხმამაღალი პროტესტი და დღეს საზოგადოებას არ აინტერესებს, იყო თუ არა ის კორუფციაში გარეული“, - განაცხადა არეშიძემ.

ამასთან, მისი შეფასებით, რაც დღეს სასამართლო სისტემაში ხდება, ეს არის გააზრებული მოქმედება.

„ეს არ არის რამდენიმე მოსამართლის მოქმედება. ეს არის მთელი გუნდის მოქმედება. მე მაგალითად ვვარაუდობ, რომ მათ გარკვეული პოლიტიკური საყრდენიც აქვთ“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს