სასამართლო საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქის მიმართ გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის თაობაზე მსჯელობს

საქართველოში დაკავებული დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის მიმართ, გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის თაობაზე სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს შეფერდის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმება და დაჩქარებული წესით მის ექსტრადირებაზე უარს აცხადებს.

„პროკურატურამ წარმოადგინა შუამდგომლობა გამარტივებული წესით ჯეკ შეფერდის ექსტრადიციის შესახებ, რომელსაც ჯეკი არ ეთანხმება, არ ვეთანხმებით მისი უფლებადამცველები.

როცა არსებობს მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესი და სახელმწიფოთა შორის ინდივიდუალური შეთანხმება, ამ შემთხვევაში მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა, მიღებული იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს ადამიანი სასწრაფო წესით იქნეს ექსტრადირებული, როგორც ამას გაერთიანებული სამეფო მოითხოვს, ამის საშიშროება ნამდვილად არსებობს. თუმცა, კანონიდან გამომდინარე, აუცილებელია ბრალდებულის პოზიცია და თანხმობა.

საქმის მასალებს არ ვიცნობთ, ბევრი მნიშვნელოვანი ნიუანსი არ ვიცით. გუშინ, გაერთიანებულ სამეფოში მისი ადვოკატების მიმართ გავრცელდა მუქარის წერილი. ეს მათი სიცოცხლისა და ქონების დაზიანების მუქარას შეეხებოდა. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ ჯეკ შეფერდის ექსტრადიციის შემდეგ მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდება.

მუქარის წერილი ანონიმურია. თუმცა, შეფერდს მეორე სასამართლო პროცესის შემდეგ გარდაცვლილის მამამ დაურეკა, უთხრა, რომ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში მოუწევდა სასჯელის მოხდა", - განაცხადა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავა. მათივე ცნობით, 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ჩაბარდა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა