ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის მიზნით, 2019 წელს საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი გაიზარდა

ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის მიზნით, 2019 წელს საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა, - ამის შესახებ „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაგეგმილია სახელობითი სტიპენდიების დაწესება და კვლევითი ვიზიტების დაფინანსების გაზრდა (მათ შორის, ERC, DAAD-ისა და ფრანგული ინსტიტუტის). ზვიად გაბისონიამ პრეზენტაციაზე განმარტა, რომ გაიზრდება კონკურსები მოზარდთა და მოსწავლეების მონაწილეობით. უფრო კონკრეტულად, თუ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი “ლეონარდო და ვინჩი” მხოლოდ მეშვიდე-მეთორმეტე კლასის ჩათვლით ტარდებოდა, პირველიდან მე-6 კლასამდე და სკოლამდელ დაწესებულებებშიც ჩატარდება. ფონდის გენერალური დირექტორის განცხადებით, საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად, 2019 წელს ფონდი ევროკომისიის ინიციატივაში - EURAXESS საქართველოს გაწევრიანებას გეგმავს, რაც ქართველ მეცნიერებს კარიერული ზრდის შესაძლებლობას მისცემს და საქართველოში უცხოელ სტუდენტებს მოიზიდავს.

გარდა ამისა, განათლების სამინისტრო სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით, მეცნიერების მენეჯმენტში ევროპული კვლევების საბჭო - ERC- სტანდარტების, ბლოკჩეინისა და 3D ტექნოლოგიების დანერგვას აპირებს.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, დაგეგმილია რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის - „საქართველოს მეცნიერების“ (Georgian Science) გამოცემა, რომლის რედკოლეგიის წევრები ქართველებთან ერთად უცხოელი მეცნიერებიც იქნებიან. ზვიად გაბისონიას შეფასებით, ჟურნალი საქართველოს სამეცნიერო პროდუქტის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში გატანას უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მთლიანი ბიუჯეტი 33 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 32 მილიონი ლარი სამეცნიერო კვლევებისკენ არის მიმართული, მისი 50% კი ფუნდამენტურ კვლევებზე იხარჯება.

ზვიად გაბისონიას თქმით, ფუნდამენტური კვლევებიდან გამოყენებით კვლევებსა და ტექნოლოგიურ ტრანსფერებზე გადასვლა იგეგმება. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო სფეროში სიახლეების წარმოდგენას განათლების სამინისტრო დამატებით კიდევ გეგმავს. რაც შეეხება წარმოდგენილ სიახლეებს, განათლების მინისტრის თქმით, ისინი საბოლოო ვერსიით მიღებული ჯერ კიდევ არ არის.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის მიზნით, 2019 წელს საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი გაიზარდა

ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის მიზნით, 2019 წელს საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა, - ამის შესახებ „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაგეგმილია სახელობითი სტიპენდიების დაწესება და კვლევითი ვიზიტების დაფინანსების გაზრდა (მათ შორის, ERC, DAAD-ისა და ფრანგული ინსტიტუტის). ზვიად გაბისონიამ პრეზენტაციაზე განმარტა, რომ გაიზრდება კონკურსები მოზარდთა და მოსწავლეების მონაწილეობით. უფრო კონკრეტულად, თუ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი “ლეონარდო და ვინჩი” მხოლოდ მეშვიდე-მეთორმეტე კლასის ჩათვლით ტარდებოდა, პირველიდან მე-6 კლასამდე და სკოლამდელ დაწესებულებებშიც ჩატარდება. ფონდის გენერალური დირექტორის განცხადებით, საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად, 2019 წელს ფონდი ევროკომისიის ინიციატივაში - EURAXESS საქართველოს გაწევრიანებას გეგმავს, რაც ქართველ მეცნიერებს კარიერული ზრდის შესაძლებლობას მისცემს და საქართველოში უცხოელ სტუდენტებს მოიზიდავს.

გარდა ამისა, განათლების სამინისტრო სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით, მეცნიერების მენეჯმენტში ევროპული კვლევების საბჭო - ERC- სტანდარტების, ბლოკჩეინისა და 3D ტექნოლოგიების დანერგვას აპირებს.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, დაგეგმილია რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის - „საქართველოს მეცნიერების“ (Georgian Science) გამოცემა, რომლის რედკოლეგიის წევრები ქართველებთან ერთად უცხოელი მეცნიერებიც იქნებიან. ზვიად გაბისონიას შეფასებით, ჟურნალი საქართველოს სამეცნიერო პროდუქტის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში გატანას უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მთლიანი ბიუჯეტი 33 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 32 მილიონი ლარი სამეცნიერო კვლევებისკენ არის მიმართული, მისი 50% კი ფუნდამენტურ კვლევებზე იხარჯება.

ზვიად გაბისონიას თქმით, ფუნდამენტური კვლევებიდან გამოყენებით კვლევებსა და ტექნოლოგიურ ტრანსფერებზე გადასვლა იგეგმება. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო სფეროში სიახლეების წარმოდგენას განათლების სამინისტრო დამატებით კიდევ გეგმავს. რაც შეეხება წარმოდგენილ სიახლეებს, განათლების მინისტრის თქმით, ისინი საბოლოო ვერსიით მიღებული ჯერ კიდევ არ არის.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია