აუდიტის სამსახურმა ქართული ჭიდაობის ფედერაციის ხარჯებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მიმართა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხარჯებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს, პროკურატურას სრულად გადაეგზავნა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში.

შეგახსენებთ, რომ ქართული ჭიდაობის ფედერაციის ხარჯვითი ოპერაციების შესახებ ხმაურიანი ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 25 იანვარს გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ქართული ჭიდაობის ფედერაციაში გამოვლინდა რამდენიმე სახის დარღვევა; კერძოდ - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ პერსონალის შერჩევა, სამუშაოზე აყვანა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრა ხორციელდებოდა საწესდებო მოთხოვნის შეუსაბამოდ, უფლებამოსილების გადამეტებით და არ იყო გათვალისწინებული მოცემულ პროცესში გენერალური მდივნის და პრეზიდიუმის საწესდებო როლი;

2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებსა და ტურნირებზე სატრანსპორტო მომსახურებისთვის დახარჯული 32 338 ლარიდან 28 987 ლარი ფედერაციის პრეზიდენტის შვილზე გაიცა; ფედერაციამ ფედერაციის პრეზიდენტის შვილების კომპანიიდან შეიძინა ბინა ტურნირის გამარჯვებულისთვის- ბაზრის კვლევის გარეშე; ასევე ვიქტორინის გამარჯვებულებისათვის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეიძინეს მობილური ტელეფონები, თუმცა ვიქტორინის ჩატარება დოკუმენტებით არ დასტურდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა