დავით სერგეენკოს განცხადებით, სოცმუშაკების საქმიანობას მუდმივ რეჟიმში გაეცნობა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალური სამუშაოს პოლიტიკის საბჭოს, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს, სოციალური მუშაკების საქმიანობას მუდმივ რეჟიმში გაეცნობა. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თქმით, ამ საკითხზე სამუშაო შეხვედრა გუშინ შედგა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის უწყებაში სისტემური ცვლილებები სანზონაში, 4 წლის ბავშვის გარდაცვალებამდეც დაწყებული იყო.

„ბავშვის გარდაცვალება, რა თქმა უნდა, არის ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც კი შეიძლება მოხდეს. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს, რა თქმა უნდა, ექსპერტიზა დაადგენს. ის ცვლილებები, რაც სამინისტრომ დაიწყო, გაგრძელდება. ცვლილებები ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან კავშირში არ არის, შარშან დაიწყო. კერძოდ, შარშან პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის შესაბამისად, შეიქმნა სამუშაო გეგმა და მისი განხორციელება დაწყებულია. სამსახურიდან ამ 4 ადამიანის გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ სისტემური პრობლემის მხოლოდ მათზე გადაბრალება გვინდა. რა თქმა უნდა, ასე არ არის. რაც შეეხება ცვლილებებს, შეიქმნა სოციალური სამუშაოს პოლიტიკის საბჭო, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ, ამაზე სამუშაო შეხვედრა გუშინ გვქონდა. მე პირადად მექნება სისტემატური კომუნიკაცია სოციალურ მუშაკებთან, რათა პოლიტიკის მიმართულებით ცვლილებები პირადი კონტროლის ქვეშ მქონდეს”,- აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე, 4 სოცმუშაკი გაათავისუფლეს, სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა კი თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო