„ყაზტრანსგაზი“ - კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობლის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა

კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ ქეთევან წამებულის ქუჩის #67-ში 7 ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა.

„წინასწარი დათვალიერებით, ბინაში მყოფი პირების გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა. კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ბინზესცენტრის წარმომადგენლები აღნიშნულ ბინაში იმყოფებოდნენ და წყლის გამათბობლის ექსპლუატაციის პირობების დარღვევის გამო გამათბობელი ჩაიხსნა ბუნებრივი აირის მილიდან და შეუწყდა გაზის მიწოდება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ბინის მფლობელის მიერ ადგილი ჰქონდა გამათბობლის თვითნებურ დაერთებას,” - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: "ყაზტრანსგაზ-თბილისი" - ბინაში, სადაც მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, გაზის დანადგარი კუსტარულად იყო დამონტაჟებული

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება