ქეთევან ციხელაშვილი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად უკანონოდ მოქმედებს რუსეთი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად უკანონოდ მოქმედებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ იქნებოდა სამართლიანი გადაწყვეტილება, ეს არის საქართველოს და მისი მოქალაქეების გამარჯვება, ამ შემთხვევაში საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა კონკრეტული თანხა, 10 მლნ ევროს ოდენობით, რაც უნდა იქნას გადახდილი რუსეთის ფედერაციის მიერ, ჩვენი მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევისთვის 2006 წელს. მე ვფიქრობ, რომ ამას სამართლებრივის გარდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი, თუ რამდენად უკანონოდ მოქმედებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში, არა მხოლოდ მისი საოკუპაციო პოლიტიკით, არამედ ქმედებით ჩვენი მოქალაქეების და მათი უფლებების წინააღმდეგ“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ მოსკოვს, რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ