პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ქალი პოლიტიკოსების დისკრედიტაციის იარაღად გამოყენებას სასტიკად გმობს

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო ეხმიანება ამავე საბჭოს წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საკითხს და სასტიკად გმობს მსგავსი მეთოდების ქალი პოლიტიკოსების დისკრედიტაციის იარაღად გამოყენებას. როგორც საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, საბჭო მხარს უჭერს მსგავსი ქმედების წინააღმდეგ წამოწყებულ ნებისმიერ კამპანიას.

„სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში პირადი ცხოვრების უფლების უხეში ხელყოფის ხარჯზე წარსულშიც მომხდარა ადამიანების დევნა, შანტაჟი და იძულება. საგულისხმოა, რომ მსგავსი მეთოდებით განსაკუთრებით აქტიურ, წარმატებულ ქალებს ებრძვიან და ცდილობენ მათ განდევნას საჯარო სივრციდან. ეს ხაზს უსვამს დანაშაულის დისკრიმინაციულ ხასიათს, რომელიც ზიანს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტულ მსხვერპლებს, არამედ აზარალებს ჩვენს საზოგადოებას.

დღეს, როდესაც ვიბრძვით ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის – ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდისთვის, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის, თანასწორი, სრულფასოვანი პირობების შექმნისთვის და სწრაფი განვითარებისათვის, დაუშვებელია მსგავს ფაქტებზე თვალის დახუჭვა და საზოგადოებაში დაუსჯელობის სინდრომის გაჩენა.

გენდერული თანასწორობის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, შესაბამისი ყურადღება გაამახვილონ დანაშაულის დისკრიმინაციულ ხასიათზე და უმოკლეს ვადებში გამოავლინონ და პასუხისგებაში მისცენ ყველა დამნაშავე პირი“, - ნათქვამია გენდერული თანასწორობის საბჭოს განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს