გამომცემლობა „პალიტრა L“ წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს უერთდება

საქართველოში უკვე მეოთხედ წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნება და ღონისძიებას გამომცემლობა „პალიტრა L“ უერთდება. "პალიტრა L"-ის ინფორმაციით, ღონისძების ფარგლებში „პალიტრა L“ მკითხველებს 1 და 2 თებერვალს წიგნის კითხვის საღამოებზე ეპატიჟება.

„1 თებერვალს, 19:00 საათზე „ბიბლუსი გალერეა“ (ჭავჭავაძის #7) და „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ (ბახტრიონის #11ბ) გიმასპინძლებთ. „წიგნის სახლში ბახტრიონზე“ მწერლებთან, თეა ინასარიძესთან და ტორესა მოსისთან ერთად წაიკითხავთ წიგნებს საჯაროდ, ხოლო „ბიბლუსი გალერეაში“ თქვენთან ერთად ამონარიდებს საყვარელი წიგნებიდან კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული მწერლები: იაგო თვალაბეიშვილი და შორენა ხუხუა წაიკითხავენ.

2 თებერვალს კი, 16:00 საათზე „ბიბლუსი გალერეაში“ (ჭავჭავაძის #7) და 17:00 საათზე მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ (ჭავჭავაძის #17ბ), ასევე, კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული მწერლები გიმასპინძლებენ. „ბიბლუსი გალერეაში“ თათული ღვინიანიძე, გვანცა გუბელაძე და ნათია ჯაგოდნიშვილი; მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ - ელის დოჯსონი, ნიკოლოზ ტოტოღაშვილი.

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ ინიციატივით ტარდება. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია „Litworld”, - ნათქვამია "პალიტრა L"-ის ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა