ეტიკეტის საშუალებით სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის მარტივად გასაგები გახდება

2019 წლის 1-ელი მარტიდან, ეტიკეტის საშუალებით მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ახლებურად დარეგულირდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, რეგულაციის მიზანია, მომხმარებელს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს გაყიდვაში არსებული სურსათის შესახებ და ამით მათი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვას შეუწყოს ხელი.

ახალი რეგულაციით ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი გაზრდილია. მათ შორის, სავალდებულოა, ეტიკეტზე განთავსდეს ინფორმაცია სურსათის უვნებელ მოხმარებასთან დაკავშირებით, რადგან გარკვეულ შემთხვევებში, სურსათის შემადგენლობა შესაძლებელია საზიანო იყოს მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფებისთვის. ეტიკეტზე ასევე, განთავსებული იქნება ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, რომელიც მომხმარებელს, მათ შორის განსაკუთრებული კვებითი მოთხოვნების მქონე მომხმარებელს, ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.

ახალი რეგულაციით განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა (ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები) და ადგილი (თვალსაჩინო).

ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების შესაბამისად მომზადდა. რეგულაცია ხელს შეუწყობს სამართლიანი საინფორმაციო პრაქტიკის დამკვიდრებას და კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორის საქმიანობის სტიმულირებას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს