ფარული ჩანაწერების საქმის პროკურორი - ყველა პირზე, რომელსაც გავრცელებული, ან უკანონოდ შეიძლება მოპოვებული ჰქონდეს ვიდეოჩანაწერი, გამოძიება მიმდინარეობს

საქმეში არიან პირები, რომლებმაც სხვა პირებს გაუგზავნეს ვიდეოჩანაწერი, რაც შეეხება თავს და თავს, საწყისს, ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით გეცნობებათ, რადგან გამოძიება მიმდინარეობს, - ამის შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 9 პირის საქმის პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, ცნობილია თუ არა გამოძიებისთვის ვინ გაავრცელა თავდაპირველად ფარული ვიდეოჩანაწერი, პროკურორი პასუხობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს.

„ამასთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მოკლებული ვარ შესაძლებლობას, ინფორმაცია მოგაწოდოთ. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სამივე პირის მიმართ, რომელთა მიმართაც მოთხოვნილი იყო პატიმრობა, არსებობს შესაბამისი საფუძველი. თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ გაიზიარა, ორი პირის მიმართ დაკმაყოფილა შუამდგომლობა, ხოლო ერთ პირს გირაო შეეფარდა პატიმრობის უზრუნველყოფით. დანარჩენი პირების მიმართ დაკმაყოფილდა გირაოს შეფარდების შესახებ შუამდგომლობა. ყველა პირზე, რომელსაც გავრცელებული ან უკანონოდ შეიძლება მოპოვებული ჰქონდეს ეს ვიდეოჩანაწერი, გამოძიება მიმდინარეობს", - განაცხადა მარსაგიშვილმა.

საქალაქო სასამართლომ ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან დღეს 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს