მამუკა ბახტაძე - ჩვენ სკოლა იმისთვის არ გვინდა, რომ მომავალი თაობა გამოცდებისთვის მოვამზადოთ, არამედ სკოლა გვჭირდება, რათა მომავალ თაობას მივცეთ განათლება

განათლება არის ჩვენთვის უპირველესი პრიორიტეტი, ამ რეფორმამ უნდა მოუტანოს ჩვენს ქვეყანას მდგრადი განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში“ ჩართვისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლების რეფორმა იქნება დაკავშირებული ბევრი პრობლემის აღმოფხვრასთან, რადგან მემკვიდრეობა ძალიან მძიმეა. პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას განათლების მინისტრთან ერთად მომავალ კვირას წარუდგენს.

„ჩვენ რამდენიმე ფაზად დავყავით ეს რეფორმა, პირველი ნაბიჯები, რომელიც უკვე გადავდგით, ამის შესახებ პრეზენტაციას განათლების მინისტრთან ერთად მომდევნო კვირას ვაპირებ. შემდეგი ნაბიჯი გვექნება მაისში და ამის შემდეგი ეტაპი იქნება შემოდგომაზე. ამ რეფორმის წარმატება გამოიხატება იმაში, რომ რეფორმამ უნდა უზრუნველყოს განათლების სექტორის დომინანტობა ჩვენს ეკონომიკაში. იმიტომ, რომ საქართველოში შევქმნათ განათლებაზე დაფუძნებული ეკონომიკა. ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი ჩამორჩენა 90-იან წლებში, როდესაც განათლება და ეკონომიკა ერთმანეთს დაშორდა. ეს იყო ძალიან მძიმე დარტყმა. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა აღმოვფხვრათ და განათლება და ეკონომიკა უნდა ვითარდებოდეს პარალელურად. ამ რეფორმის შედეგად ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ განათლების სექტორს მთლიან შიდა პროდუქტში ჰქონდეს მინიმუმ 10-12 პროცენტიანი წილი, ეს არის ის მინიმალური ოდენობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს 21-ე საუკუნეში ნებისმიერი ერისთვის, მათ შორის ქართველი ერისთვის ადამიანური კაპიტალის შექმნა, მისი განვითარება, შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკის განვითარება და კონკურენტუნარიანობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე ასევე შეეხო სასკოლო განათლებას და აღნიშნა, რომ სკოლა არის ნებისმიერი სახელმწიფოს წარმატების ფუნდამენტი. „ჩვენ სკოლა იმისთვის არ გვინდა, რომ ჩვენი მომავალი თაობა გამოცდებისთვის მოვამზადოთ. სკოლა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობას მივცეთ განათლება. რა თქმა უნდა, გამოცდები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ განათლების სისტემა იყოს წარმატებული, მაგრამ ჩვენ თუ ავიღებთ ყველაზე წარმატებული ქვეყნების პრაქტიკას, ვნახავთ, რომ გამოცდები არ არის უნივერსალური იდეა. უნივერსალური იდეა გახლავთ ცოდნის მიღება და ადამიანური კაპიტალის შექმნა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სკოლაში უსაფრთხოების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება.

„რაც შეეხება უსაფრთხოებას, ჩვენ ჯერ კიდევ შარშან დავაანონსეთ ამ ნაწილში მნიშვნელოვანი ცვლილებები. ჩვენ სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ სკოლებში გვაქვს ბულინგის პრობლემა და ეს არ გახლავთ მხოლოდ საქართელოს გამოწვევა. ის სამოქმედო გეგმა, რომელიც დაიდო ამ პრობლემასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ვფიქრობ, იქნება წარმატებული. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენს სკოლებში უსაფრთხოების დონე მნიშვნელოვნად ამაღლდეს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო: სკოლა არა გამოცდებისთვის მოსამზადებლად, არამედ მომავალი თაობისთვის განათლების მისაცემად გვჭირდება - პრემიერი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა