ანა დოლიძე - მოსამართლეთა უვადოდ განმწესება რა ფორმითაც შემოიღეს, უდიდესი შეცდომა იყო, რადგან „კლანს“ სრული თავისუფლება მიენიჭა

მიხარია, რომ ჩემმა და ნაზი ჯანეზაშვილის ერთწლიანმა ბრძოლამ, როდესაც ჩვენ განგაშის ზარს ვცემდით მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების გამო, შედეგი გამოიღო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრმა ანა დოლიძემ განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრმა ეკა ბესელიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მოსაზრებას, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა შესაძლოა, გაჩერდეს, მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ანა დოლიძის თქმით, მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერების თაობაზე მუშაობას გააგრძელებს.

„როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ შესაძლოა, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა გაჩერდეს. მივესალმები ამას, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ასე დააგვიანდათ. დიახ, ბრძოლამ შედეგი გამოიღო, მაგრამ აქამდე რას აკეთებდნენ?! „ქართული ოცნების“ მხრიდან მოსამართლეთა უვადოდ განმწესება იმ ფორმით რა ფორმითაც შემოიღეს, იყო უდიდესი შეცდომა. იმიტომ, რომ „კლანს“ სრული თავისუფლება მიენიჭა გადაეწყვიტა, ვის დატოვებდა უვადოდ სისტემაში და ვის - არა. შეჩერების თაობაზე უმწვავესი საუბარი, სულ მცირე, ერთი წელია რაც არის. გიორგი კვირიკაშვილმაც გააკეთა განცხადება, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები უნდა შეჩერდეს, რადგან ხალხს არ მოსწონს ეს პროცესიო. მაგალითად მოიყვანა სულხან მოლაშვილის მოსამართლე, რომელიც უვადოდ განმწესდა. ძალიანს სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ იცდიდა, სანამ სასამართლოს ნახევარი კორპუსი უვადოდ არ დაინიშნა. არადა, ეს საკითხი ერთი წელია იხილება. მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შესაძლო შეჩერება გამოსავალია, თუმცა დაგვიანებული და უკვე გაფუჭებული. ისმის, კითხვა, ბოლოს და ბოლოს, იმას ელოდებოდნენ, რომ ლევან მურუსიძე უვადოდ მოსამართლედ დაინიშნებოდა, თუ მანამდე არ ადარდებდათ ეს?!“- განაცხადა ანა დოლიძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს