ანა დოლიძე - მოსამართლეებთან დაკავშირებით, ექსპერტებთან  შეხვედრაზე  გამოიკვეთა ორი მყისიერად მოსაგვარებელი პრობლემა

ექსპერტებთან შეხვედრაზე გამოიკვეთა ორი მყისიერად მოსაგვარებელი პრობლემა, რომლებსაც, ექსპერტების აზრით, სჭირდება ყურადღების მიქცევა, - ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პირველია რეპუტაცია შელახულ მოსამართლეებზე აქცენტის გადატანა, მეორე კი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნების შეჩერება.

"ამ ეტაპზე გამოიკვეთა საჭიროება, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ასეთი შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან და არა მხოლოდ იურისტებთან. გამოიკვეთა ორი მყისიერად მოსაგვარებელი პრობლემა, რომლებსაც, ექსპერტების აზრით, სჭირდება ყურადღების მიქცევა. პირველია რეპუტაცია შელახულ მოსამართლეებზე აქცენტის გადატანა, რომლებსაც მოსახლეობა სასამართლოს ვერ ანდობს. მეორე მიმართულებაა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნების შეჩერება ამ ეტაპზე. როგორც ეს შეხვედრა იყო ნაყოფიერი, ჩვენ ასე გავაგრძელებთ შეხვედრებს სხვადასხვა ორგანიზაციების და პროფესიების წარმომადგენლებთან, იმიტომ, რომ სასამართლო ყველასია და არა მხოლოდ იმ ხალხის, ვინც ამ შენობაში პერიოდულად იკრიბება. რაც შეეხება უვადოდ დანიშვნების შეჩერების მექანიზმს, ჩვენ ამ თემაზე ძალიან მწვავედ უკვე სულ მცირე ერთი წელია ვსაუბრობთ. ეს თემა საზოგადოების დღის წესრიგში დგას. ძალიან მიხარია, რომ პარლამენტში ნელ-ნელა ფორმირდება აზრი, რომ არ შეიძლებოდა უვადოდ დანიშვნების იმ ფორმით გაკეთება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. მოინახება საშუალება საკანონმდებლო ცვლილებების გზით. ეს ტექნიკური საკითხია და მას საპარლამენტო უმრავლესობის თანხმობა დასჭირდება და ეს პროცესი გააჩერებს უვადოდ დანიშვნებს. მეორე ეტაპი იქნება ის, თუ რა უნდა ვუყოთ ამ პერიოდის განმავლობაში უკვე უვადოდ დანიშვნულ მოსამართლეებს", - განაცხადა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო