რთული ხელოვნური ინტელექტის შექმნით SS.ge უფრო მოქნილი, სანდო და ინოვაციური პლატფორმა გახდა

ss.ge-მ, რომელიც გაზეთ “სიტყვა და საქმის” ბაზაზე შეიქმნა და განცხადებების ყველაზე დიდი ონლაინპლატფორმაა საქართველოში, საკუთარ საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის შექმნისა და გამოყენების წარმატებული პრეცედენტი შექმნა. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ხდება გასაყიდი თუ გასაქირავებელი უძრავი ქონების ღირებულების შეფასება და მისი კლასიფიცირება სიძვირის მიხედვით 5 ბალიან შკალაზე.

შკალაზე ღირებულების პოზიცია განისაზღვრება საიტზე არსებული მსგავსი პარამეტრების მქონე ობიექტების ფასის მიხედვით. გამოთვლისას გათვალისწინებულია შემდეგი პარამეტრები: უძრავი ქონების ტიპი, გარიგების ტიპი, ადგილმდებარეობა, ფართი და სტატუსი (მდგომარეობა).

როგორც ვებგვერდის წარმომადგენლები განმარტავენ, მათ საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ქართული ბაზრისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა. შედეგად კი ყიდვა-გაყიდვის პროცესი უფრო მარტივი და კომფორტული ხდება როგორც მყიდველისთვის, ისე გამყიდველისთვის.

კომპანიაში ვარაუდობენ, რომ აღნიშნული შკალა გახდება დამხმარე დაინტერესებული ადამიანებისთვის, მყიდველისთვის ეს არის კარგი საშუალება, რომ შეაფასოს რამდენად კარგ ფასად არის ესა თუ ის კონკრეტული შეთავაზება, გაარკვიოს უფრო ნაკლებ ფასად შესაძლებელი ხომ არაა ანალოგიური უძრავი ქონების შეძენა/ქირაობა.

ვებგვერდის ახალი ფუნქცია მნიშვნელოვანია გამყიდველებისთვისაც, რადგან გამიდველმა/გამქირავებელმა ხშირად არ იცის, რა არის მისი უძრავი ქონების რეალური ღირებულება და შეიძლება ზედმეტად დაბალი ან მაღალი ფასი მიუთითოს განცხადებაში.

პროგრამა ღირებულების შესაფასებლად ss.ge-ს მრავალწლიან მონაცემთა ბაზას იყენებს. ალგორითმი ითვალისწინებს ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას და შკალა უფრო და უფრო ზუსტ შეფასებებს ითვლის.

SS.ge-ს მენეჯერი, ილია გიჯაშვილი აცხადებს, რომ საიტის განვითარება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და სიახლეებს მომხმარებელი მუდმივად უნდა ელოდოს.

“ეს არ არის ერთადერთი სიახლე, რომელიც ბოლო პერიოდში ss.ge-მ დანერგა. საიტს უძრავი ქონების ფასის დადგენის ფუნქციის გარდა, 360 გრადუსიანი ფოტოებისა და ვიდეოს დართვის შესაძლებლობა, პირადი აგენტის მომსახურება და ასევე გადამოწმებული განცხადებების ატვირთვის სერვისები დაემატა.

ხელოვნური ინტელექტი ასევე ეხმარება მომხმარებელს მსგავსი განცხადებების მოძებნაში: სასურველი განცხადების თვალიერებისას, პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს მაქსიმალურად მსგავს სხვა განცხადებებსაც (იგივე ქუჩაზე, იგივე საფასო კატეგორიაში, იგივე ფართობით..), რაც SS.GE-ს მომხმარებლისთვის კომფორტული გადაწყვეტილებაა”.

(R)

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის