ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის კონკურსის პრეზენტაციაზე 2018 წლის გამარჯვებულმა - სადაზღვევო კომანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მასშტაბური დასაქმების პროგრამა კვლავ დააანონსა.
· 300 სამუშაო ადგილი
· დასაქმება ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილების და სპეციფიკური განათლების მოთხოვნის გარეშე
· უფასო გადამზადების პროგრამას და ანაზღაურებად სამუშაოს სწავლების პროცესში
30 იანვარს, 2019 წლის კონკურსისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო, კონკურსის ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი, ჯიპიაი ჰოლდინგის კომუნიკაციების დირექტორი, თინათინ სტაბოლიშვილი იყო, რომელმაც ვრცლად ისაუბრა გასულ წელს გამარჯვებულ პროექტზე და განაცხადა, რომ პროექტი წელსაც გაგრძელდება კიდევ უფრო მასშტაბური ფორმატით:
„ჩვენი კომპანიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეს ჯილდო. ეს არის აღიარება არამხოლოდ ჩვენი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის - არამედ ყველა იმ ასეულობით ადამიანის, რომელიც ჩაერთო ჩვენი დასაქმების პროგრამაში 2016-2017 წლებში, და გადაწყვიტა ახალი პროფესიის, ახალი კარიერის და ფაქტიურად, ახალი ცხოვრების დაწყება. მოხარული ვარ, რომ სწორედ დღეს - წლევანდელი კონკურსის გამოცხადებისას მიწევს დავაანონსო, რომ ჩვენი დასაქმების პროგრამა გრძელდება კიდევ უფრო მასშტაბურად - ამჯერად ვაკანსია არამხოლოდ გაყიდვების მენეჯერის, არამედ სხვა პოზიციებსაც შეეხება. ამჯერადაც ეს პროგრამა 300-ზე მეტ ადამიანს მისცემს შანსს გახდეს კომპანიის თანამშრომელი. ჩვენ უზრუნველვყოფთ, როგორც მათ დასაქმებას, ისე 6 თვიან ანაზღაურებად სწავლების პროცესს“, - განაცხადა თინათინ სტამბოლიშვილმა.

ქალთა როლის გასაძლიერებლად 2016 და 2017 წლებში „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მასშტაბური დასაქმების პროექტი განახორციელა, რომელმაც დასაქმების და კარიერული ზრდის საშუალება დაახლოებით 580 საშუალო და მაღალი ასაკის , სხვადასხვა სოციალური სტატუსის ადამიანს მისცა. ფორუმზე დასაქმებულთა 80% ქალია. დასაქმების პროგრამა წელსაც გრძელდება, კომპანია 300 ადამიანს დაასაქმებს. დაინტერესებულ პირებს კომპანია 22-23 თებერვალს, ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (რუსთაველის 27) , გასაუბრებაზე ელის.
***
ათწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო პროფესიასა და კარიერაში ქალების განვითარების ხელშეწყობის კონკურსი წელს მეოთხედ ატარებს. მისი მიზანი იმ ბიზნესების და კომპანიების ხელშეწყობა, რომლებიც ნერგავენ ქალთა გაძლიერების, სწავლების, განათლების და პროფესიული განვითარების პრინციპებს.
(R)