დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი - დარწმუნებული ვარ, რომ მეუფე იაკობი გულწრფელი არ არის

დარწმუნებული ვარ, რომ მეუფე იაკობი გულწრფელი არ არის, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მეუფე იაკობის მიერ დეკანოზის თავდებში ჩადგომასთან დაკავშირებულ განცხადებას. ადვოკატმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვა დასვა თუ რასთან დაკავშირებით ჩაუდგება მეუფე იაკობი დეკანოზს თავდებში - „რომ დაიბრალოს ისეთი რამ, რაც მათ აწყობთ?“

„მე დარწმუნებული ვარ, რომ მას გულწრფელობა არ გააჩნია. მისი ეს ნათქვამიც არის საზოგადოების წინაშე სხვა ფორმატით წარმოჩენა. ერთი პერიოდი ძალიან თამამად იძახდა, რომ რა თქმა უნდა, დეკანოზი დამნაშავე იყო, პროკურატურის სჯეროდა და ყველაფერი იყო ნათელი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მან თავად განაცხადა, რომ უკვე დიდი ეჭვი ეპარებოდა საგამოძიებო მოქმედებებში. რასთან დაკავშირებით ჩაუდგება მეუფე იაკობი თავდებში, რომ დაიბრალოს ისეთი რამ, რაც მათ აწყობთ? ასეთი რამ რომ გააკეთოს, თავიანთ საქციელს გაამართლებენ, ხომ ვიძახოდით, რომ ის დამნაშავე იყოო. ადამიანს სთხოვენ ისეთ რაღაცას, რაც ბუნებაში არ არსებობს, რათა თავიანთი თავი ჩრდილში გადაიყვანონ, ვითომ ამ საქმესთან მიმართებაში არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ, რაც სიცრუეა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს