სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში საპატრიარქო მორიგ შეხვედრას გამართავს

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ხვალ საქართველოს საპატრიარქო მორიგ შეხვედრას გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, შეხვედრის თემა „ოჯახურ პრობლემებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციებია“.

შეხვედრაზე მიწვეულია პარლამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლები.

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე შეხვედრები პატრიარქის კურთხევით პერიოდულად იმართება.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს