დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ანდრეა ტომფსონთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრტო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, რასაც კიდევ უფრო ამყარებს მაღალი დონის აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასა და შეერთებული შტატების ადმინისტრაციას შორის.

აუდიენციისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. მხარეებმა დადებითად შეაფასეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობა და განიხილეს ამ მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავების გზები.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა აშშ-ს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის, რა მხრივაც უმნიშვნელოვანესი იყო აშშ-ს საბიუჯეტო კანონში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული ჩანაწერი.

აშშ-ს მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა, მაღალი შეფასება მიეცა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს განხორციელებულ რეფორმებს, როგორც დემოკრატიული განვითარების, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ