ეკა ბესელია - გამარჯვება და დამარცხება  ჩემთვის იზომება არა იმით, ვის რა თანამდებობა შერჩება, არამედ იმით, ვინ შეძლებს ღირებულებების დაცვას

გამარჯვება და დამარცხება ჩემთვის იზომება არა იმით, ვის რა თანამდებობა შერჩება, იზომება იმით, ვინ შეძლებს მართლაც ღირებულებების და ფასეულობების დაცვას, საკუთარ თავს ვინ მოერევა ამ ცდუნების დროს და ვინ არ გადააბიჯებს ამ ღირებულებებს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ჟურნალისტები ბესელიასგან დაინტერესდნენ, თუ როგორ აპირებს ის პარლამენტში ზარდიაშვილის ჯგუფზე გამარჯვებას მაშინ, როდესაც ამ ჯგუფს მხარს ბიძინა ივანიშვილი უჭერს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ის დამარცხებული არასოდეს იქნება, რადგან ღირებულებებისთვის არ გადაუბიჯებია.

"პირველ ეტაპზე ჩვენ გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ ის ავი ზრახვა, რაც ამ ჯგუფს ჰქონდა, რომ მიეღწიათ 10-კაციანი სიის მხარდაჭერისთვის და გაემწესებინათ ის მოსამართლეები ჩვენი ხელით უზენაეს სასამართლოში, ეს ვერ იყო მიღწეული. ეს იყო პირველი გამარჯვება.

რაც შეეხება ამ ეტაპზე პროცესს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გამარჯვება და დამარცხება ჩემთვის იზომება არა იმით, ვის რა თანამდებობა შერჩება, იზომება იმით, ვინ შეძლებს მართლაც ღირებულებების და ფასეულობების დაცვას, საკუთარ თავს ვინ მოერევა ამ ცდუნების დროს და ვინ არ გადააბიჯებს ამ ღირებულებებს. თუ ამ ღირებულებებს გადააბიჯებ, ან გადაგაბიჯებინებენ, დამარცხებული ხარ. თუ ეს იმის ფასად ხდება, რომ თანამდებობას ინარჩუნებ, დამარცხებული ხარ. ჩემთვის გამარჯვება-დანარცხების კრიტერიუმები არის ეს - გადააბიჯებ ამ ღირებულებებს და უკუაგდებ თუ არა. მე არასოდეს დამარცხებული არ ვიქნები იმიტომ, რომ დღემდე ასე ვიცხოვრე და იმედი მაქვს, ხვალაც და ზეგაც ასე იქნება. მე ჩემი ღირებულებებისთვის არასდროს გადამიბიჯებია", - განაცხადა ბესელიამ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს