დავით უსუფაშვილი - მჭმუნვარე სახის რაინდი გედევან ფოფხაძე "ოცნებიდან" დილით მიდის, საღამოს ბრუნდება

მჭმუნვარე სახის რაინდი გედევან ფოფხაძე "ოცნებიდან" დილით მიდის, საღამოს ბრუნდება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს არ აინტერესებს, რას იზამენ გედევან ფოფხაძე ან მისი მომხრე დეპუტატები, რაც სამწუხაროა.

„მჭმუნვარე სახის რაინდი გედევან ფოფხაძე "ოცნებიდან" დილით მიდის, საღამოს ბრუნდება, მოგვიწევს შევეგუოთ ამას, რადგან ეს ძირითადი საკითხი არ გახლავთ. ძირითადი ისაა, რამ განაპირობა ამგვარი გადაწყვეტილებების ჩამოყალიბების პროცესი. არ გამოვრიცხავ, რომ ასე მიმართეს მას და სხვებსაც, რომ გინდა წადი, გინდა დარჩი, გინდა გაგრიცხავთ. ამ სამწვეროვანი შეთავაზებით, შეიძლება, გამოხატა „ოცნების“ ლიდერმა თავისი დამოკიდებულება, რომ საერთოდ არ მაინტერესებს, რას იზამთო. ეს არის ის სამწუხარო დამოკიდებულება, რომელიც დამდგარია ამ სისტემაში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის წევრ გედევან ფოფხაძეს შესთავაზა, რომ თუკი მას მმართველი გუნდიდან გარიცხვის ფორმით წასვლა სურს, გარიცხავენ. არსებული ცნობით, 6 თებერვალს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე ივანიშვილმა ფოფხაძეს მიმართა, რომ თუკი “ქართული ოცნებიდან“ გასვლა უნდა, შეუძლია საკუთარი ინიციატივით გავიდეს, თუკი გუნდში დარჩენა სურს - დარჩეს, ხოლო თუკი გარიცხვა უნდა - გარიცხავენ. როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ივანიშვილმა ფოფხაძეს შესთავაზა, რომ ამ სამ ვარიანტს შორის არჩევანი თავად გააკეთოს და გადაწყვეტილება მიიღოს.

თავის მხრივ, გედევან ფოფხაძემ აღნიშნულის დადასტურებისგან თავი შეიკავა და სააგენტოსთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის უმრავლესობის შეხვედრის დეტალებზე დღეს არ ისაუბრებს.

იხილეთ ვიდეო

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს