საქართველოს პროკურატურა სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

სტაჟირების კონკურსის გამოცხადების პარალელურად, საქართველოს პროკურატურა თბილისისა და რეგიონების სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, შეხვედრების მიზანი გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით სტუდენტებისა და დაინტერესებული პირების ინფორმირებაა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები მონაწილეებს დეტალურად აცნობენ პროკურატურის როლს, ფუნქციებს, პროკურორის პროფესიულ საქმიანობას, საკუთარ წარმატებულ გამოცდილებას, სტაჟირების სისტემასა და პროკურატურაში დასაქმების შესაძლებლობებს.

„შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობს, თითოეულ მონაწილეს აქვს საშუალება დასვას კითხვები და მიიღოს ამომწურავი პასუხები მისთვის აქტუალურ საკითხებზე.

შეხვედრები უკვე გაიმართა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულია კვალიფიციური, კომპეტენტური და მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე კადრების მოზიდვა როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების მასშტაბით. კონკურსზე აპლიკაციების მიღების ვადა 14 თებერვალს სრულდება. აღნიშნულ პერიოდში საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ეტაპობრივად გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა