სალომე ზურაბიშვილი - კარგი იქნება ქუთაისის პარლამენტის შენობაში საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი  მოეწყოს

კარგი იქნება ქუთაისის პარლამენტის შენობაში საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი მოეწყოს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ შენობის მოწყობისათვის 340 მილიონი ლარი დაიხარჯა და ეს თანხა წყალტუბოს აღორძინებისთვის რომ დახარჯულიყო, საკმარისი იქნებოდა. "ამ შენობის მოწყობისთვის 340 მილიონი ლარი დაიხარჯა. ეს რომ წყალტუბოს აღორძინებისთვის დახარჯულიყო, საკმარისი იქნებოდა, მაგრამ რადგანაც შენობა არსებობს და კარგად ვიცნობ შიგნიდან, კარგი იქნება, რომ აქ საერთაშორისო კონფერენციის ცენტრი მოეწყოს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ქუთაისისა და წყალტუბოს პერსპექტივაზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, წყალტუბო გამორჩეული კურორტია და მისი მსგავსი ევროპაში არ არის, გამორჩეულია თავისი ბაღებითა და არქიტექტურით.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს