ეკა ბესელია - ცვლილებების აუცილებლობას ყველა ხედავს, თუმცა დროის სიმცირის გამო მხოლოდ ცხრა ხელმოწერა დაფიქსირდა

ჩვენი ინიციატივა არ არის მხოლოდ 9 დეპუტატის ინციატივა, მას უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ხელმომწერი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისი თქმით, ცვლილებების აუცილებლობას ყველა ხედავს, თუმცა დროის სიმცირის გამო მხოლოდ ცხრა ხელმოწერა დაფიქსირდა. ჟურნალისტებთან საუბრისას ბესელიამ აქცენტი კვლავ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების გადავადებაზე გააკეთა.

"ამ ცვლილების საჭიროებას ყველა ხედავს. ეს არის მორატორიუმი, რომ არ ჩაიკეტოს სასამართლო სისტემა და მოხდეს ახალი მოსამართლეების შემოსვლა სასამართლო სისტემაში, რადგან არასწორად ხდება მოსამართლეთა უვადოდ გამწესების არსებული ნორმების გამოყენება და პრაქტიკაში არის ხარვეზები. იმისთვის, რომ მოვამზადოთ ინიციატივები, პარლამენტს ჰქონდეს სამუშაო დრო, საჭიროა შევაჩეროთ უვადო დანიშვნა პირველ და მეორე ინსტაციის სასამართლოში", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო