ბაჩანა შენგელია პროკურატურაში განათლების მინისტრის გამოკითხვას ითხოვს

ზუგდიდის #6-ე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამომძიებლებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საქმეში არსებულ დარღვევებთან და დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც მისი თქმით, სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტებითაც მტკიცდება.

ბაჩანა შენგელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის დაკითხვა. კითხვაზე, ენდობა თუ არა ის გამოძიებას, შენგელიამ აღნიშნა, რომ ამისთვის საჭიროა დაკვირვება ყველა იმ ქმედებაზე, რასაც პროკურატურა განახორციელებს.

„შევეხეთ ყველა დეტალს, მათ შორის საქმის ახალ გარემოებებს, რომელიც გამოიკვეთა ამ დროის განმავლობაში, ახალ პირებსაც, ვისი სავარაუდო ბრალეულობაც გამოიკვეთა. საუბარია ზუგდიდის რესურსცენტრის თანამშრომლებზე. ბუნებრივია, საუბარი შეეხო განათლების სამინისტროს მოხელეებს და ასევე ვითხოვთ გამოიკითხოს მიხეილ ბატიაშვილი", - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს