"საქართველოს ბანკი", დეველოპერული კომპანია "რედკო" და სამშენებლო კომპანია "ანაგი" თანამშრომლობას იწყებენ

"საქართველოს ბანკმა", ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, დეველოპერულ კომპანია "რედკოსთან" და სამშენებლო კომპანია "ანაგთან" თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. აღნიშნული თანამშრომლობა გულისხმობს წამყვანი ბანკის მხრიდან აღნიშნულ კომპანიებთან ფინანსურ პარტნიორობას, რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ტურიზმის განვითარების მიზნით. მშენებლობის ფაზებს ნაწილობრივ საქართველოს ბანკი დააფინანსებს.

პარტნიორობის შედეგად მომდევნო 5 წლის მანძილზე დასრულდება დეველოპერული კომპანია „რედკოს“ მიმდინარე და ახალი პროექტები, რომელსაც კომპანია „ანაგი“ განახორციელებს.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკი განაგრძობს სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. საკმაოდ საინტერესო პარტნიორობას ჩაეყარა დღეს საფუძველი და აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ვფიქრობთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სიხალეები განხორციელდება, როგორც რეგიონის, ასევე, ადგილობრივი სამშენებლო სექტორის და ტურიზმის განვითარების მიზნით. აღსანიშანვია, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორი და მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი განაგრძობს კერძო სექტორის მხარადჭერას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა.

„რედკო ზრუნავს, საქართველოს ტურისტული რეგიონების განვითარებაზე. ახლა კი ამას პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს. გენერალური გეგმის მიხედვით რედკო გუდაურში 26 შენობას აშენებს, რაც მოიცავს აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ და რეკრეაციულ ცენტრს, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს, მათ შორის, რედისონ ბლუ გუდაურს. ასევე, 2019 წლის გაზაფხულისთვის რედკო გეგმავს ბათუმში საერთაშორისო ბრენდ Le Meridien-ის სასტუმროს გახსნას. ამ პროექტის განსახორციელებლად რედკომ 80 მილიონი ლარის ინვესტიცია გამოყო“,- განაცხადა მალხაზ კუნელაურმა, რედკოს გენერალურმა დირექტორმა.

“ანაგი 30 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და სამშენებლო სექტორში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. კომპანიას უკვე განხორციელებული აქვს 250-ზე მეტი სამშენებლო პროექტი, რომელთაგან აღსანიშნავია გალერია თბილისი, ისთ ფოინთი, ბათუმის ჰილტონი, თბილისი გარდენსი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ წარმატებულ კომპანიებთან პარტნიორობა, როგორც რედკო და საქართველოს ბანკია. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა ბევრ საინტერესო პროეტს ჩაუყრის საფუძველს, რაც რეგიონალური ბიზნესის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა ირაკლი გოგოლაშვილმა, ანაგის გენერალურმა დირექტორმა.

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო