ზურაბ ჭიაბერაშვილი - „თიბისი ბანკზე" ან მამუკა ხაზარაძეზე დარტყმა, რასაც ივანიშვილი ეროვნული ბანკის მეშვეობით ახორციელებს, არ არის მხოლოდ ერთ სუბიექტზე დარტყმა

„თიბისი ბანკზე" ან მამუკა ხაზარაძეზე დარტყმა, რასაც ბიძინა ივანიშვილი თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ეროვნული ბანკის მეშვეობით ახორციელებს, ეს არ არის მხოლოდ ერთ სუბიექტზე დარტყმა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, ეკონომიკურ სუბიექტებზე ასეთი დარტყმები კიდევ უფრო ამძიმებს ეკონომიკურ სიტუაციას და ზრდის სიღარიბეს ქვეყანაში.

„სამწუხაროდ, ლოგიკური და მოსალოდნელი იყო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან უკვე ბიზნესზე შეტევა მას შემდეგ, რაც მეშვიდე წელია ის უტევს პოლიტიკურ ოპოზიციას, მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს - ყველა პიროვნებას და ყველა ინსტიტუტს, რომელიც მის დიქტატს არ ემორჩილება. ბუნებრივია, ახლა მისი სამიზნე აღმოჩნდა ბიზნესი. ჩვენს საზოგადოებაში ზოგიერთს აგრესიაც კი აქვს ბანკების მიმართ, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეკონომიკურ სუბიექტებზე ასეთი დარტყმები კიდევ უფრო ამძიმებს ეკონომიკურ სიტუაციას, ზრდის უმუშევრობას, ასუსტებს ლარს, ზრდის ფასებს და საბოლოო ჯამში, ეს აისახება თითოეული მოქალაქის ჯიბეზე. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ "თიბისი ბანკზე" ან მამუკა ხაზარაძეზე დარტყმა, რასაც ბიძინა ივანიშვილი თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ეროვნული ბანკის მეშვეობით ახორციელებს, ეს არ არის მხოლოდ ერთ სუბიექტზე დარტყმა. ეს საბოლოო ჯამში, ვნებს ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას და აისახება გაზრდილ სიღარიბეზე“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს