„კრისტალმა“ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია მოიზიდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალმა“ ამერიკულ საინვესტიციო ფონდ DWM-თან და ბელგიურ საინვეტიციო კომპანია INCOFIN-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმად, „კრისტალი“ მიიღებს 10 მილიონი ლარის დამატებით ინვესტიციას კომპანიის კაპიტალში.

როგორც „კრისტალის“ დირექტორი არჩილ ბაკურაძე აცხადებს, ინვესტიციის მიზანია, ხელი შეუწყოს „კრისტალის“ სტრატეგიული გეგმის განხორციელებას და ინსტიტუციურ განვითარებას, რაც ითვალისწინებს „კრისტალის“ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციად გარდაქმნას და მომსახურების სტანდარტების ამაღლებას მიკრო და მცირე მეწარმეებისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„დამატებით 10 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩვენი ამერიკელი და ევროპელი ინვესტორებისაგან გააძლიერებს კომპანიის კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელს, რაც საშუალებას მისცემს „კრისტალს“ გააგრძელოს სასესხო პორტფელის ზრდა და განახორციელოს ის ახალი სტრატეგია, რომელიც „კრისტალს“ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციად აქცევს და მომხმარებლებს უფრო ფართო სპექტრის მომსახურებას შევთავაზებთ, როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური მიმართულებით. ეს გარიგება როგორც ქვეყნის, ასევე „კრისტალის“ მიმართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნდობის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა“,- განაცხადა ბაკურაძემ.

აღსანიშნავია, რომ კომპანიები „DWM“ და „Incofin/AGRIF“ უკვე წლებია, რაც „კრისტალთან“ თანამშრომლობენ.

„ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენი საინვესტიციო ფონდი „კრისტალთან“ თანამშრომლობს. პირველი ინვესტიცია კრისტალში 2011 წელს განვახორციელეთ, შემდგომი თანამშრომლობა 2016 წელს იყო და დღეს უკვე მესამედ ვახორციელებთ ინვესტიციას. ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიას განვითარების დიდი პერსპექტივები აქვს“, - ამბობს ამერიკული საინვესტიციო ფონდის - “DWM” მმართველი დირექტორი ალემ რემტულა.

„ცნობისთვის: “კრისტალი“ ქვეყანაში წამყვანი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 270 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 62 ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს. საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, „კრისტალი“ ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. „კრისტალი“ პირველი არასაბანკო საფინანსო ორანიზაციაა, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, „FitchRatings’-ის შეფასება ‘B’/Stable მოიპოვა და ასევე, პირველმა გამოუშვა 10 მლნ ლარის მოცულობის კორპორაციული ობლიგაციები. 2018 წელს „კრისტალი“ საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა