რომან გოცირიძე ანრი ოხანაშვილს - რეფორმა თუ გინდოდათ, სად იყავით შვიდი წლის განმავლობაში? შვიდ წელიწადში სინგაპური აშენდა

თუ თქვენ რეფორმა გინდოდათ, სად იყავით შვიდი წლის განმავლობაში? შვიდ წელიწადში სინგაპური აშენდა, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სესიაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს.

„შევარდნაძის დანგრეული საქართველო შვიდ წელიწადში დაემსგავსა იმას, რასაც ახლა ხედავთ. შვიდი წელი არ იყო საკმარისი? რა სამართლებრივი გზები არსებობს იმისთვის, რომ სასამართლო სისტემაში დღეს არსებული სავალალო სიტუაცია შეიცვალოს? თუნდაც იგივე მოსამართლეთა დანიშვნის დროს უცხოელ ექსპერტთა საბჭო შეიქმნას, სანამ საკონსტიტუციო ცვლილებები მოხდება. ხართ თუ არა თანახმა, რომ თუნდაც ცვლილებები განხორციელდეს კონსტიტუციაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სესიაზე ამ წუთებში ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი. ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 18 თებერვალს ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის