დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხის საავადმყოფოში გადაჰყავთ

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, ციხის საავადმყოფოში გადაჰყავთ, - ინფორმაციას ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ავრცელებს.

მისივე თქმით, ექიმები ამ დროისთვის დეკანოზის სრულყოფილ დიაგნოზს ვერ ადგენენ.

„სრულყოფილი დიაგნოზი ჯერ არ გააჩნიათ. ექიმები ვერ ადგენენ დიაგნოზს, ჯერ ექსპერტიზის დასკვნა არ არის, ხოლო პირადი ექიმი ამბობს, რომ დეკანოზის საპატიმროში ყოფნა დაუშვებელია, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მას ეს ყველაფერი მოუწყეს და ახლა მიჰყავთ ისევ საპატიმროს საავადმყოფოში. სამედიცინო კლინიკებში ვერ დაადგინეს ბოლომდე დიაგნოზი და ახლა ციხის საავადმყოფოში რა უნდა დაადგინონ? დეკანოზ გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება! ხალხო, გადავარჩინოთ მამა გიორგის სიცოცხლე“, - აცხადებს რამიშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს