ლია მუხაშავრია - ფრთხილად! მოსამართლეთა კლანი უკვე საშიში ურჩხულია და შეიძლება ძალიან მალე თქვენვე გადაგყლაპოთ

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” უფლებადამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციიის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" აღმასრულებელ დირექტორ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

- ქალბატონო ლია, პარლამენტის უმრავლესობამ ჩააგდო ეკა ბესელიას კანონპროექტი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ. პრაქტიკულად მმართველი გუნდის უმრავლესობამ მოსამართლეთა ჯგუფს, რომლის ლიდერადაც გამოცხადებულია მურუსიძე, ნდობა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

გია ხუხაშვილმა ამ თემაზე მსჯელობისას განაცხადა - „დასრულდა მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურ ვერტიკალში „ჩასმის“ პროცესი. აღდგა ნომენკლატურული კაპიტალიზმის სისტემა, როდესაც ხელისუფლება არის ბიზნესის დირექტორი და სრულად აკონტროლებს ფინანსურ ნაკადებს. ეს იყო ბოლო ორი ელემენტი, რაც ხელს უშლიდა «ოცნებას“ საკუთარი თავის “ნაცმოძრაობის” სამართალმემკვიდრედ გამოცხადებაში.“ თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და თქვენი აზრით, ამ გადაწყვეტილებით რამდენად დაემსგავსა „ოცნება“ „ნაცმოძრაობას“?

- ჩვენი დაბალი პოლიტიკური კულტურის, მწირი პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილების და კიდევ უამრავი რამის გამო, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა და რომელთა უმეტესობა „უ“-ზე იწყება.

არა მარტო “ოცნება” დაემსგავსა “ნაცმოძრაობას,” იგივე მოუვიდა “მრგვალ მაგიდას” თავის დროზე. მე მაინტერესებს კიდევ რამდენ სუბიექტს უნდა დაემართოს ეს უბედურება, რომ უფრო ჯანსაღი პოლიტიკური რეალობა მივიღოთ?

ხელისუფლების სათავეში მოსული პოლიტიკური სუბიექტი მეორედ არჩევის შემდეგ სრულიად კარგავს რეალობის შეგრძნებას და ქვეყნის მართვის ნაცვლად ქვეყნის მისაკუთრებას ლამობს. ჰოდა, იქ იწყება დასასრული.

ესაა ჩვენი უახლესი გამოცდილების ყველაზე ნათელი მაგალითი და მაინც, წრეზე დავდივართ. არა მარტო “ოცნება” დაემსგავსა “ნაცმოძრაობას,” იგივე მოუვიდა “მრგვალ მაგიდას” თავის დროზე. მე მაინტერესებს კიდევ რამდენ სუბიექტს უნდა დაემართოს ეს უბედურება, რომ უფრო ჯანსაღი პოლიტიკური რეალობა მივიღოთ?

- რჩება შთაბეჭდილება, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადება -„ივანიშვილს სააკაშვილის სისტემის დაშლა კი არა, ამ სისტემის დამორჩილება უნდოდა“, საფუძველს მოკლებული არაა, ასეა?

- სისტემის დამორჩილების რა მოგახსენოთ და ქვეყნის მისაკუთრების სურვილის გამო რომ დაუპირისპირდნენ, ალბათ, ივანიშვილი და სააკაშვილი, ეს უფრო მგონია. საერთოდ, რა სისტემაა ის, ქვეყნის მისაკუთრების სურვილით და მოტივით რომ მოქმედებ და არა სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებით.

შპს „საქართველოს“ 100%-იანი წილის მიტაცების იდეა რომ 21-ე საუკუნის ქართული პოლიტიკის დღის წესრიგის უპირველესი და მთავარი საკითხია, ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება

შპს „საქართველოს“ 100%-იანი წილის მიტაცების იდეა რომ 21-ე საუკუნის ქართული პოლიტიკის დღის წესრიგის უპირველესი და მთავარი საკითხია, ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება. სახელმწიფო სისტემაც და ინსტიტუციებიც, პრაქტიკულად ამისათვის იქმნება და არა სხვა მიზნით. ამიტომ, ვერ დავეთანხმები აკაკი ბობოხიძეს.

- ფაქტია, რომ ბესელიას პროექტს მმართველი გუნდი თუნდაც იმის გამო ვერ მიიღებდა, რადგან მას ახლად მიღებულ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა მოუწევდა, რაც მათთვის პოლიტიკურად აშკარად წამგებიანი იქნებოდა.

ბესელიას პროექტის განხილვამ მოსამართლეებთან დაკავშირებით ბევრი უცნაურობა გამოავლინა. მმართველმა გუნდმა ახალი კონსტიტუციით იუსტიციის საბჭოს მიანიჭა მოსამართლეების დანიშვნის უფლება.

მართალია, ამ პროცესში პარლამენტსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ახლა კითხვა ასე შეიძლება დაისვას - ბესელიამ და სხვებმა, ვინც კონსტიტუციას ახალ რედაქციას დაუჭირეს მხარი, მაშინ არ იცოდნენ, რომ იუსტიციის საბჭოში ყოფილი მოსამართლეების ლიდერი მურუსიძე იყო?

- ბესელიასა და მოსამართლეებთან დაკავშირებული სკანდალი გეგონება ახლა დაიწყო და ახლანდელი ამბავია. კონსტიტუციური უმრავლესობით, „ხალხთან თათბირით“ რომ მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილებები, აბა, რა ეგონათ?

მოსამართლეებმა სააკაშვილის დროს ჩადენილი დანაშაულებისათვის პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევა რომ მოახერხეს, შემდეგ მოუნდათ იმუნიტეტი სამიდღემჩიოდ და სიკვდილამდე პრივილეგიების განაღდება. მთავარია ივანიშვილთან შეათანხმო და დადო გარიგება, დანარჩენი ავტომატურად დაეთანხმება რასაც ზემოდან ეტყვიან

ჩემი აზრით, მოხდა ის, რომ ყველასთვის მოულოდნელად, ალბათ, უფრო ბესელიასთვისაც მოულოდნელად, მოსამართლეთა კლანი იმაზე მეტად „ყოჩაღი და შორსმჭვრეტელი“ აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს ეგონა.

მოსამართლეებმა სააკაშვილის დროს ჩადენილი დანაშაულებისათვის პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევა რომ მოახერხეს, შემდეგ მოუნდათ იმუნიტეტი სამიდღემჩიოდ და სიკვდილამდე პრივილეგიების განაღდება. მთავარია ივანიშვილთან შეათანხმო და დადო გარიგება, დანარჩენი ავტომატურად დაეთანხმება რასაც ზემოდან ეტყვიან.

ჰოდა, ისე კარგად გამოუვიდათ ეს ამბავი, რომ სრულიად მოულოდნელად მურუსიძე მსხვერპლად იქცა, ახლა ნერგობაზე აქვს პრეტენზია, მაგრამ ამასობაში ამ კლანს ეცოტავა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მანტია და უზენაესის მანტია მოუნდა. ვინ დაუშლიდა?

წინ გავიხედოთ ბატონებო და ვიფიქროთ, რამდენად საშიშია სამიდღემჩიოდ გამწესებული უზნეო და უპრინციპო მოსამართლეებით დაკომპლექტებული სასამართლო, რომელიც მომავალ 4-5 პარლამენტს მაინც მოინელებს

ბესელიამ მოინდომა, მაგრამ რა გამოვიდა ამ საქმიდან, დღეს ყველა ვხედავთ.

ჰოდა, მინდა მავანს ვუთხრა - მოსამართლეთა კლანი უკვე საშიში ურჩხულია და შეიძლება ძალიან მალე თქვენვე გადაყლაპოთ, ფრთხილად!

აქაც უნდა ვთქვა - მაგათაც რომ გადაყლაპავს, მერე ჩვენ როგორ გადავრჩებით მე ის მაწუხებს, თორემ ვირთხის გამოყვანის პროცესს რომ ვუყურებთ, მგონი, ცხადია.

წინ გავიხედოთ, ბატონებო და ვიფიქროთ რამდენად საშიშია სამიდღემჩიოდ გამწესებული უზნეო და უპრინციპო მოსამართლეებით დაკომპლექტებული სასამართლო, რომელიც მომავალ 4-5 პარლამენტს მაინც მოინელებს.

ვფიქრობ, ქოცებმა ისეთი სასამართლო შექმნეს, რომელიც სწორედ ასეთი საშიშროებითაა აღბეჭდილი და უშიშროების საბჭოში ამ საფრთხის განეიტრალებაზე უფრო უნდა ფიქრობდნენ დღეს.

ფრთხილად, ურჩხული გამოიტეხა კვერცხიდან და საკმაოდ გაზრდილმა უნებლიეთ ჯერ ბესელია გადაამსხვრია ხერხემალში და უფრო რომ გაიზრდება, ალბათ, ხვდებით რამდენს მოუწევს იგივე ან უარესი

ფანტასტიკურ ფილმს მაგონებს - კვერცხიდან რომ უცნობი პატარა გამოიჩეკება და მერე თვალის დახამხამებაში საშინელ ურჩხულად იქცევა. ფრთხილად, ურჩხული გამოიტეხა კვერცხიდან და საკმაოდ გაზრდილმა უნებლიეთ ჯერ ბესელია გადაამსხვრია ხერხემალში და უფრო რომ გაიზრდება, ალბათ, ხვდებით რამდენს მოუწევს იგივე ან უარესი.

- საპარლამენტო განხილვამ რეალურად დაგვანახა, რომ მოსამართლეების დანიშვნის საკითხის გადადებასთან დაკავშირებით უამრავი სამართლებრივი პრობლემაა.

ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის წინადადება - იუსტიციის საბჭომ თავად თქვას უარი უვადოდ დანიშვნების შეჩერებაზე, ან პარლამენტმა იუსტიციის საბჭოდან თავად გამოიწვიოს პარლამენტის მიერ დანიშნული წევრები, საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება.

ასევე საინტერესო გახლდათ ოთარ კახიძის წინადადება - სასამართლოში დაინიშნონ ახალი მოსამართლეები, მაგრამ მოქმედი მოსამართლეების გადანიშვნა დროებით გადავადდეს.

მაგრამ პარლამენტს ამ წინადადებებზე არც უმსჯელია. თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პარლამენტი ჩუგოშვილისა და კახიძის წინადადებებზე იფიქრებს და ამ უმნიშვნელოვანეს საკითხში ოპტიმალურ და საზოგადოებისთვის მეტად გასაგებ გამოსავალს მოძებნის?

- ვფიქრობ, დღევანდელი პარლამენტი ის ორგანო არაა, სადაც შექმნილი სასამართლო დეპოდან გამოსვლის ვერსიებზე ფიქრობენ, რასაც თქვენი კითხვაც ნაწილობრივ გულისხმობს. მეშინია, რომ ქოცები შექმნილ საფრთხესაც კი ვერ აღიქვამენ ხეირიანად.

დღევანდელი პარლამენტი ის ორგანო არაა, სადაც შექმნილი სასამართლო დეპოდან გამოსვლის ვერსიებზე ფიქრობენ

როცა სახელმწიფოში საზოგადოება ვერ ახერხებს მტყუან-მართლის გარჩევას იმიტომ, რომ მოსამართლე არ ჰყავს და სასამართლო არა აქვს, ადამიანები ყოველთვის მოძებნიან ალტერნატივას. მით უფრო, ასეთი ალტერნატივა უხუცესთა საბჭოს, ხევისბერის და სულ ახლახანს ქურდული სამყაროს სახით უკვე გამოვცადეთ.

ამას ემატება ქუჩებში გახშირებული სროლები და ჩაცხრილვები, რაც, ჩემი აზრით, არ აღდგენილ სამართლიანობას მოაქვს ხოლმე. ვშიშობ, ეს პროცესები მოიმატებს. წინ თუ გავიხედავთ, დავინახავთ, რომ სასამართლოში რომ სამართალს ვერ იპოვის, ის ადამიანი სხვა გზას მოძებნის სამართლის აღსასრულებლად და მაშინ ერთ დღეს შეიძლება გამოქვაბულისკენ გვექცეს მხარი.

გამოქვაბულის ადამიანს კი არც პარლამენტი და არც სასამართლო არ სჭირდება. ეს საშიში პერსპექტივა ძალიან ადვილად შეიძლება შეიქმნას ჩვენი დაბალი სამართლებრივი კულტურისა და მართლშეგნების პირობებში.

ბატონებო, გეშინოდეთ! მოთმინების ფიალა თუ აივსო, ძალიან საშიში ვითარება შეიქმნება! როცა ადამიანი იქამდე მივა, რომ დასაკარგი არაფერი აქვს, ის ძალიან საშიში და უკონტროლო ხდება

ის კი არა, მართლა მიკვრის, აქამდე რომ არ მივედით გათავხედებული გუშინდელი მკვლელი და უსულგულო მოსამართლეებისა და პროკურორების შემხედვარე. პასუხისმგებლობას ვინ ჩივის, აქეთ რომ გვერჩიან და მეტ და მეტ პრივილეგიებს ითხოვენ და იღებენ კიდეც.

ბატონებო, გეშინოდეთ! მოთმინების ფიალა თუ აივსო, ძალიან საშიში ვითარება შეიქმნება! როცა ადამიანი იქამდე მივა, რომ დასაკარგი არაფერი აქვს, ის ძალიან საშიში და უკონტროლო ხდება. . . .

- მოსამართლეთა დანიშვნის თემამ მმართველი გუნდის უმრავლესობაში უმცირესობა გააჩინა. ეკა ბესელიამ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დატოვა უმრავლესობა.

ბესელიას კანონპროექტზე კენჭისყრამ აჩვენა, რომ უმრავლესობაში ბესელია-ფოფხაძე-გოგიჩაიშვილის გარდა, საკმაოდ არიან დეპუტატები, ვისთვისაც სასამართლოს დამოუკიდებლობა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე საკუთარი ვიწრო ინტერესები. მეტიც, მურუსიძე-ჩინჩალაძე-გვრიტიშვილი-მეთოფიშვილის გუნდის წევრების მართლმსაჯულების სისტემაში დარჩენა მიუღებელია.

„ოცნების“ ლიდერები კი აცხადებენ, რომ მმართველი გუნდიდან ვინმეს გასვლით არც არაფერი შეიცვლება, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ საქმე მთლად ასე მარტივადაც არაა. დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ „ოცნებამ“ ასე გააგრძელა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს იგი საკმაოდ შემცირებული ელექტორატით შეხვდება.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები მმართველ პარტიაში და როგორ აიასახება იგი შიდაპოლიტიკურ პროცესებზე?

- 2020 წლის პერსპექტივას კარგად რომ ხედავს მავანი „ქართულ ოცნებაში,“ სწორედ იმიტომ ჭირდება უზენაეს სასამართლოში მურუსიძე და ძმანი მისნი, რომ გაყალბებული არჩევნები სასამართლომ არ გააუქმოს.

ჩვენზე უკეთ მათ მოეხსენებათ, რომ დაშლილი პარტიის, ნულს ქვემოთ დაწეული რეიტინგისა და შეუსრულებელი საარჩევნო დაპირებების შემდეგ არჩევნებში პერსპექტივა არ არსებობს, ამიტომ, მხოლოდ ტოტალური გაყალბებით შეიძლება ხელისუფლების შენარჩუნება.

2020 წლის პერსპექტივას კარგად რომ ხედავს მავანი „ქართულ ოცნებაში”, სწორედ იმიტომ სჭირდება უზენაეს სასამართლოში მურუსიძე და ძმანი მისნი, რომ გაყალბებული არჩევნები სასამართლომ არ გააუქმოს

სულ ახლახანს საპრეზიდენტო არჩევნებმა რა სურათი დადო, გავიხსენოთ. ამიტომ, სასამართლოში თვალახვეული მოსამართლის გარეშე 2020 წლის არჩევნები ქოცებს ვერც კი წარმოუდგენიათ. ამიტომ ყველანაირი კრიტიკა, საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი არაფერია ამასთან შედარებით.

სწორედ ამით უნდა აიხსნას ის, რომ მედიისა და საზოგადოების ასეთ აქტიურობას შედეგი ჯერ არ მოყოლია. ვფიქრობ, ეს მესიჯი საერთაშორისო საზოგადოებრიობას უნდა გავაგებინოთ, რადგან ვშიშობ შიდა პროცესები საკმარისი არ იქნება სასამართლო ხელისუფლებაში ვითარების გასაჯანსაღებლად.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩევს, რომ როგორადაც არ უნდა განვითარდეს პროცესები „ქართულ ოცნებაში“, ბესელია არასოდეს წავა ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ მან 2020 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციური პარტია შექმნა, ის „ოცნებაზე“ გულაყრილი ელექტორატის მობილიზებისთვის იქნება შექმნილი ისევ „ოცნების“ სასარგებლოდ. ამგვარი ვარაუდი რამდენად საფუძვლიანია?

- ბესელია ახლა არ წავიდა ივანიშვილის წინააღმდეგ, როცა ყველაზე მეტად გაბრაზებულია, შესაბამისად, ის, როგორც ყველა ქართველი პოლიტიკოსი, შეეცდება მისი „ოპოზიციურობა“ შეწყობილი იყოს ივანიშვილთან, რადგან ვინ ვინ და ივანიშვილთან დაახლოებულმა ადამიანებმა ჩემზე კარგად იციან შეუძლებელი რომაა მასთან დაპირისპირება და ეს არც მათ ინტერესებში არაა.

ბესელია, როგორც ყველა ქართველი პოლიტიკოსი, შეეცდება მისი „ოპოზიციურობა“ შეწყობილი იყოს ივანიშვილთან... რატომ უნდა გადაიკიდონ ბიძინა, როცა მასთან ყოველთვის ჯობს მორიგება და ოპოზიციონერობანას თამაში

რატომ უნდა გადაიკიდონ ბიძინა, როცა მასთან ყოველთვის ჯობს მორიგება და ოპოზიციონერობანას თამაში. მით უფრო, უახლესი პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილება ამას ადასტურებს.

ახალ-ახალი პოლიტიკური ჯგუფებისა და ოპოზიციური პარტიების გამოჩეკის პროცესი უსათუოდ იქნება ივანიშვილთან შეთანხმებულ-შეწონილი და არჩევნების დროს ან მის შემდეგ, მასთან შეთანხმებული. მთავარია, ხელისუფლებაში დარჩე და ვინ შეასრულებს შენს მითითებებს რა მნიშვნელობა აქვს - ასე ფიქრობს ბიძინა და ჯერჯერობით მას ეს კარგად გამოსდის.

- „თი-ბი-სი“ ბანკის თემა ოდნავ თითქოს ჩაცხრა, მაგრამ ყველაზე განხილვად თემად მაინც რჩება. სამართლებრივი თავლსაზრისით, თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა „თი-ბი-სის“ ირგვლივ განვითარებულმა პროცესება და შემდეგ ხაზარაძის განცხადებამ, რომ იგი გააგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას?

- ასე დაიწყო სააკაშვილმაც, ყველაზე მდიდარ ადამიანებს დაარტყა პირველად და მერე უფრო წვრილ-წვრილი მოწინააღმდეგეების განადგურება როგორღა გაუჭირდებოდა.

თუმცა, არსებობს გამოცდილება და საერთაშორისო ასპარეზი, რომლის დახმარებითაც ჩუმად და უხმაუროდ ასეთი პროცესები ქვეყნის შიგნით ალბათ უკვე ვეღარ ჩაივლის.

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ოქუაშვილისა და ხაზარაძის ცოდვით რომ გული დაგეწვება

ჩემი აზრით, ხაზარაძეს უფლება აქვს ყველა დასაშვები და დაუშვებელი მეთოდი გამოიყენოს თავდაცვისთვის, რადგან მასაც ასეთივე მეთოდებით ებრძვიან. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ოქუაშვილისა და ხაზარაძის ცოდვით რომ გული დაგეწვება. ცოტა ხეირიანი საბაბი რომ მოიფიქრონ ქონების წასართმევად ისიც კი არ უნდათ, ან ისე გათავხედდნენ, რომ თავის შეწუხებაც არ სურთ. რატომაც არა, ქართულ სასამართლოში მოუგებ თუ რა. აი, რატომ არის სასამართლო ხელისუფლება საკვანძო.

”ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი