რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე და თანამშრომლები ქართულ-ებრაულ სკოლა „ორ ავნერს“ ესტუმრნენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები ქართულ-ებრაულ სკოლა „ორ ავნერს“ ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სააგენტოს თავმჯდომარე დაინტერესდა მოსწავლეთა საჭიროებებით.

თბილისის დიდი სინაგოგის თავმჯდომარემ მერაბ ჩანჩალაშვილმა და სკოლის დამფუძნებელმა რაბინმა, მეირ კოზლოვსკიმ სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია მიმდინარე სასწავლო პროცესისა და დაგეგმილი ღონისძიების შესახებ.

„სკოლა „ორ ავნერი“ ამჟამად თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარეობს და მასში 105 მოსწავლე სწავლობს. შენობაში ასევე, ფუნქციონირებს საბავშვო ბაღიც. სკოლისა და საბავშვო ბაღის მოსწავლეთა დიდი რაოდენობის გამო, კრწანისში დაიგეგმა და წარმატებით მიმდინარეობს ახალი სკოლის მშენებლობა.

სააგენტოს წარმომადგენლებმა მოინახულეს კრწანისში სკოლის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები. მერაბ ჩანჩალაშვილის განცხადებით, ქართულ-ებრაული სკოლა „ორ ავნერის“ ახალი შენობა 2019 წლის სექტემბერში დასრულდება, იგი 180 მოსწავლესა და 40 პედაგოგზე არის გათვლილი. სკოლის გვერდით ასევე შენდება ახალი საბაშვო ბაღი 90 აღსაზრდელისათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მუდმივად თანამშრომლობს ებრაულ თემთან და მიესალმება ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს მათ განვითარებას საქართველოში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს