„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი - საოჯახო ტიპის სასტუმროებს გონივრულ ვადას მივცემთ, რომ მოგვმართონ და აბონენტად დარეგისტრირდნენ

სემეკთან ერთად ვიმსჯელებთ და გონივრულ ვადას მივცემთ საოჯახო ტიპის სასტუმროებს, ცვლილების დაკანონების შემდეგ მოგვმართონ და დარეგისტრირდნენ აბონენტებად, - ამის შესახებ GWP-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბაბუხადიამ, სემეკში საოჯახო ტიპის სასტუმროების სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით გამართული პირველი სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, GWP მიესალმება ცვლილებას, რომელიც საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის წყლის ჰიბრიდული ტარიფის დანერგვას გულისხმობს და GWP უსასყიდლოდ დაუმონტაჟებს აბონენტებს ჭკვიან მრიცხველებს.

„ცვლილება შეღავათს მისცემს ყველა იმ აბონენტს, ვინც სასტუმრო ტიპის მომსახურებითაა დაკავებული. 20 მ3 -მდე მოხმარება ისევ და ისევ საყოფაცხოვრებო ტარიფით იქნება, 20 მ3- ის ზემოთ - არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. კომპანია სრულიად უსასყიდლოდ დაუყენებს ჭკვიან მრიცხველებს აბონენტებს, რომელიც იმის გაგების საშუალებასაც იძლევა თუ ხდება დაზიანება და წყლის დაღვრა“, -განაცხადა ირაკლი ბაბუხადიამ.

ცნობისთვის, საოჯახო ტიპის სასტუმროების სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით პირველი განხილვა 26 თებერვალს გაიმართა. სამუშაო შეხვედრები სემეკში გაგრძელდება, საბოლოო გადაწყვეტილება კი 26 აპრილამდე გახდება ცნობილი.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი - საოჯახო ტიპის სასტუმროებს გონივრულ ვადას მივცემთ, რომ მოგვმართონ და აბონენტად დარეგისტრირდნენ

სემეკთან ერთად ვიმსჯელებთ და გონივრულ ვადას მივცემთ საოჯახო ტიპის სასტუმროებს, ცვლილების დაკანონების შემდეგ მოგვმართონ და დარეგისტრირდნენ აბონენტებად, - ამის შესახებ GWP-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბაბუხადიამ, სემეკში საოჯახო ტიპის სასტუმროების სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით გამართული პირველი სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, GWP მიესალმება ცვლილებას, რომელიც საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის წყლის ჰიბრიდული ტარიფის დანერგვას გულისხმობს და GWP უსასყიდლოდ დაუმონტაჟებს აბონენტებს ჭკვიან მრიცხველებს.

„ცვლილება შეღავათს მისცემს ყველა იმ აბონენტს, ვინც სასტუმრო ტიპის მომსახურებითაა დაკავებული. 20 მ3 -მდე მოხმარება ისევ და ისევ საყოფაცხოვრებო ტარიფით იქნება, 20 მ3- ის ზემოთ - არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. კომპანია სრულიად უსასყიდლოდ დაუყენებს ჭკვიან მრიცხველებს აბონენტებს, რომელიც იმის გაგების საშუალებასაც იძლევა თუ ხდება დაზიანება და წყლის დაღვრა“, -განაცხადა ირაკლი ბაბუხადიამ.

ცნობისთვის, საოჯახო ტიპის სასტუმროების სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით პირველი განხილვა 26 თებერვალს გაიმართა. სამუშაო შეხვედრები სემეკში გაგრძელდება, საბოლოო გადაწყვეტილება კი 26 აპრილამდე გახდება ცნობილი.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია