შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“, Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილზე დაასახელეს

Marriott International-მა, შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“, Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილზე დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ Marriott International-ის მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის ოფიციალური შედეგები მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსით განისაზღვრა.

სასტუმრო „პარაგრაფი“ რეიტინგით უსწრებს მილანში, კოპენჰაგენში, ვარშავაში, ბარსელონაში, დუბროვნიკში და სხვა ევროპულ ქალაქებში არსებულ სასტუმროებს.

„აღნიშნულ წარმატებას, სასტუმრო „პარაგრაფმა“ სულ რაღაც ერთ წელში მიაღწია, რაც მიუთითებს დამსვენებელთა კმაყოფილებაზე, მომსახურების მაღალ ხარისხზე, სერვისების მრავალფეროვნებაზე და ა.შ. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სასტუმროში ამჟამად 450 ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 95% ადგილობრივი მცხოვრებია. Marriott International-ის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თანამშრომლებს სისტემატიურად უტარდებათ პროფესიული გადამზადების მასტერკლასები, რაც მათ საშუალებას აძლევს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დამსვენებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიონ.

შეკვეთილში მდებარე სასტუმროს ოპერირებას უწევს შპს „სასტუმროების მართვის კომპანია“, რომელიც 2015 წელს დაარსდა და სასტუმროების ქსელის, Marriott International - ის ფრანჩიზის ოფიციალური ლიცენზიის მფლობელია. აღნიშნული კომპანია, არა მხოლოდ Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს უწევს ოპერირებას, არამედ მას უფლება აქვს მართოს „მარიოტის“ საერთაშორისო ქსელში არსებული 21 ბრენდი, მთელი საქართველოს მასშტაბით“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სასტუმროს მენეჯმენტი ავრცელებს.

„მარიოტის“ ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ის ამაყობს, რომ „პარაგრაფ შეკვეთილი“ Autograph Collection-ის ბრენდის ნაწილია.

სასტუმრო „პარაგრაფს“, Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილს „მარიოტის“ ვიცე პრეზიდენტი ჯონ ლაისენსი ულოცავს.

„ვამაყობთ, რომ „პარაგრაფ შეკვეთილი“ Autograph Collection-ის ბრენდის ნაწილია. გახსნის დღიდან, 1 წლის თავზე, ამ სასტუმრომ დაუჯერებელ წარმატებას მიაღწია, რაც ადასტურებს იმას, რომ სასტუმრო არა მხოლოდ აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს, არამედ ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსი სასტუმროს წარმატების მთავარი მაჩვენებელია. „პარაგრაფი“ შესანიშნავი დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც სტუმრებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც „მარიოტის“ ქსელისათვის დამახასიათებელი მომსახურების სერვისისა და ქართული სტუმარ- მასპინძლობის დამსახურებაა“, - განაცხადა ჯონ ლაისენსმა.

შეგახსენებთ, რომ „პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომლის მშენებლობა 2017 წელს დასრულდა. 220 ნომრიან სასტუმროში თავმოყრილია 1600 მ³ მოცულობის აკვარიუმი, 115 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ზამთრის ბაღი, მასშტაბური საკონფერენციო დარბაზები და რესტორნები. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა კი 100 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა