კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და SYSTEM CORP-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და SYSTEM CORP-ს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და SYSTEM CORP–ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ლუკა ჩხეტიანმა.

მემორანდუმი, უნივერსიტეტში თანამედროვე კიბერ-ტექნოლოგიური მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას, განვითარებასა და არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობის ზრდას ითვალისწინებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კანცლერის მოადგილემ ნინო ჩუბინიძემ განუცხადა, მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთობლივად განახორციელებენ თანამედროვე კიბერ ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვას სასწავლო პროცესში.

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ექვს თვეზე მეტია, რაც თანამშრომლობს SYSTEM CORP–თან. ამ ორგანიზაციასთან სასწავლო, კვლევით და ასევე მართვის მიმართულებით ინიციატივების დაგეგმვას უკვე ვახორციელებთ. მემორანდუმის ფარგლებში SYSTEM CORP უნივერსიტეტის IT დეპარტამენტთან, ასევე სხვა სტრუქტურებთან ერთად დაიწყებს ხელოვნური ინტელექტის პროექტების ფართომასშტაბიან დაგეგმვას, ასევე სხვა ინოვაციური პროექტების განხორციელებას, როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სასწავლო პროცესებში. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უახლოეს პერიოდში შესთავაზებს საზოგადოებას კომპიუტერული მეცნიერების ორმაგი ხარისხის ინგლისურენოვან პროგრამას“, – განაცხადა ნინო ჩუბინიძემ.

ლუკა ჩხეტიანიას თქმით, კი მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებზე მოთხოვნა იქედან გამომდინარეობს, რომ საქმე ეხება პირად მონაცემებს და შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ.

მისივე განცხადებით, უნივერსიტეტთან ერთად მათ დაიწყეს მუშაობა ზეტექნოლოგიების სკოლის შექმნაზე, სადაც მოხდება ხელოვნული ინტელექტის საწყისების შესწავლა და კურსების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტები მათ კომპანიაში დასაქმდებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა