დავით ზალკალიანი რუმინელ კოლეგას შეხვდა

დავით ზალკალიანი რუმინელ კოლეგას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს აქტიურად ითანამშრომლონ ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებისთვის, განსაკუთებით, ტურიზმის მიმართულებით. მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველო-რუმინეთის ორმხრივ ურთიერთობებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალინმა ბუქარესტში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, თეოდორ მელეშკანუსთან.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას რუმინეთში მასპინძლობისთვის, სადაც გაფორმდა დეკლარაცია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო მარშრუტის, კასპიის ზღვა-შავი ზღვის შემდგომ აქტიურ რეალიზაციას.

მხარეები მიესალმნენ რუმინეთის თავმჯდომარეობას ევროკავშირის საბჭოში. ევროკავშირთან თანამშრომლობის კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი, რომელსაც როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში არაერთი ღონისძიება მიეძღვნება. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ფორმატის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიღწეული შედეგების შეფასებისა და თანამშრომლობის სამომავლო მიზნების განსაზღვრის აუცილებლობას. რუმინეთის მხრიდან მაღალი შფასება მიეცა საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირში ინტერაციის გზაზ. აღინიშნა, რომ საქართველო გატარებული რეფორმებით და პროგრესით მოწინავეა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველო-რუმინეთის ორმხრივ ურთიერთობებს. ხაზი გაუსვეს ამ ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე განვითარების და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების ურთიერთგაცვლის აუცილებლობას.

მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს ასევე აქტიურად ითანამშრომლონ ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებისთვის, განსაკუთებით, ტურიზმის მიმართულებით. ამ მხრივ, დადებითი შეფასება მიეცა რუმინული ავიაკომპანია "ტარომის" მიერ საქართველოში განხორციელებულ პირდაპირ რეისებს და გამოიხატა დაინტერესება, გაიზარდოს ფრენების სიხშირე. რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა მზადყოფნა ეწვიოს საქართველოს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა