ლევან გოგიჩაიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილს მოუწევს სასამართლოსთან და ჩინჩალაძესთან მიმართებაში თავისი პოზიცია დააფიქსიროს

ღარიბაშვილის დაბრუნება, ალბათ, ვიღაცებს გაუხარდებათ, მაგრამ სად ბრუნდება ესაა მთავარი, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მმართველი პარტიის პოლიტიკურ მდივნად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ღარიბაშვილს მოუწევს, თავისი პოზიცია დააფიქსიროს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, გარკვეული პასუხისმგებლობა ღარიბაშვილსაც ეკისრება, ვინაიდან, მისი თქმით, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროსაც მოხდა მოსამართლეების სასამართლოში ჩაცემენტება.

„ღარიბაშვილის დაბრუნება, ალბათ, ვიღაცებს გაუხარდებათ, იმედი მიეცემათ და მომავალს უფრო ოპტიმისტურად შეხედავენ, მაგრამ სად ბრუნდება ესაა მთავარი. „ქართულ ოცნებაში“ მას მთავარი ფორმულა ხვდება, ის ფორმულა, რომელიც კობახიძის საშუალებით გამჟღავნდა. მას მოუწევს თავისი პოზიცია სასამართლოსთან და ჩინჩალაძესთან მიმართებაში დააფიქსიროს, იზიარებს თუ არა ამ ფორმულას იმიტომ, რომ ჩემთვის მაგალითად, წყალგამყოფია და აბსოლუტურ უპრინციპობას ნიშნავს. ამ ფორმულის შესახებ მას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. ასევე პასუხისმგებლობა მანაც უნდა აიღოს იმიტომ, რომ მისი პრემიერობის დროსაც მოხდა ამ ადამიანების სასამართლოში ჩაცემენტება. მარტო პარლამენტის წევრებზე თითის გამოშვერა სწორი არ არის. ირაკლის ვიცნობ, პიროვნულად აუგს მასზე ვერ ვიტყვი. ერთია პიროვნება ირაკლი ღარიბაშვილი და მეორეა უკვე პოლიტიკოსი და უკვე პროცესების მონაწილე,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია