გიგა ბოკერია - ღარიბაშვილი არის სიმბოლო ყველაფერი იმისი, რაც არასწორი იყო "ოცნებაში“

ღარიბაშვილი არის სიმბოლო ყველაფერი იმისი, რაც არასწორი იყო "ოცნებაში", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ეს არის მმართველი პარტიის მორალური, პოლიტიკური კრიზისი.

"აგონიაც შეიძლება დაარქვა, როცა ღარიბაშვილს დაუძახეს დასახმარებლად, როგორ დღეში უნდა იყოს ივანიშვილი და მისი მთელი გუნდი პოლიტიკური თვალსაზრისით და სანამ ეს კაცი მართავს, მთელი ქვეყანა. ღარიბაშვილი არის სიმბოლო ყველაფერი იმისი, რაც არასწორი იყო "ოცნებაში"; პრემიერ-მინისტრი, რომელმაც საზოგადოებას არც კი აუხსნა, რატომ წავიდა თანამდებობიდან, მისმა უფროსმა უთხრა, ახლა უნდა გაქრეო და გაქრა, ახლა დაუძახა და მოდის; კაცი, რომელიც აღსავსე იყო სიძულვილით, ანეკდოტების პერსონაჟად იქცა, თუ მას სიძულვილს გამოვაკლებთ. სამწუხაროდ, ჩვენთვის საინტერესო არ არის ღარიბაშვილის პერსონა, ჩვენთვის საინტერესოა ივანიშვილის პერსონა, სანამ ის მართავს ამ ქვეყანას. რა დღეში უნდა იყოს კაცი, რომ ღარიბაშვილს დაუძახო დასახმარებლად. იმ მმართველობის სტილით, როდესაც ყველანი არიან არარაობები ივანიშვილის თვალში, ქვეყანა შევა ჩიხში. ეს კაცი და მთელი სისტემაა შესაცვლელი დემოკრატიული არჩევების გზით",- განაცხადა ბოკერიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია