ირაკლი ღარიბაშვილი - პარტიაში დაიწყება ახალი პროცესი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააძლიერებს

პარტიაში ჩემი დაბრუნების მთავარი გზავნილი არის ის, რომ გადავდივართ ახალ ეტაპზე - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებაში“ გაძლიერების პროცესი დაიწყება.

„პარტიაში ჩემი მობრუნების მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ ახლა გადავდივართ სხვა ეტაპზე. პარტიაში დაიწყება პროცესი, რომელიც გააერთიანებს და გააძლიერებს პარტიას და ჩვენ მოვემზადებით არჩევნებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობა დაიკავა. მმარველი გუნდის პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ გახდა ცნობილი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს